განხილვა:ბოლნისი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინფოდაფაში წერია ეკატერინენფელდი და ასეა მგონი სწორი. მაგრამ საინტერესოა რატომ არაა ამ გვერდიდან გადამისამართება? არადა კატარინენფელდი და კათარინენფელდი გადამისამართდა. ჯაბა ლაბა 15:35, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეკატერინენფელდი ბოლნისს არასოდეს რქმევია. ერქვა კატარინენფელდი (ან კათარინენფელდი, Katharinenfeld) და შემდეგ კომუნისტებმა უწოდეს ლუქსემბურგი (Luxemburg). ასე რომ ინფოდაფაში არაა სწორად. იხილე ასევე ცანგალას განხილვის გვერდი. Deu aw 15:41, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჩვენ გვაქვს წესი, რომლითაც გადამისამართებებს ვაკეთებთ არასწორი, მაგრამ გავრცელებული სათაურებიდან. ეკატერინენფელდი იცოდი შენ? მე უბრალოდ არ გამიგია ეს სახელი, თან ნამდვილად შეცდომაა. თუკი გავრცელებულია, მაშინ გავაკეთოთ მაქედანაც გადამისამართება. Deu aw 15:43, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
დათო ახლა შენ იხილე ცანგალას განხილვა და მერე ეს სტატია (ქსე, ტ. 5, გვ. 589, თბ., 1980), სადაც წერია ეკატერინენფელდი, იმედია ცანგალას არ შეეშალა შემოტანისას და ქსე-ში მასე წერია. ქსე ვისაც აქვს გადაამოწმოს. --ჯაბა ლაბა 19:44, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ეხლა ვნახე ქსე და ზუსტად მასე წერია. ერთი რაც განსხვავებულია ეს არის ელიზაბეტალი რომელსაც ქსე-ს ამ სტატიაში ელიზავეტალი ჰქვია--David 19:51, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ დავით (1010). დათო (დეუ) აკი ეკატერინენფელდი ბოლნისს არასოდეს რქმევიაო?--ჯაბა ლაბა 19:55, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

იმავეს გავიმეორებ ათჯერ და კიდევ ოცჯერ. ეკატერინენფელდი არასოდეს რქმევია. ქსე-ში არსად წერია ამ დასახლებაზე სტატია მაგ სათაურით. ქსე-ს სათაურები აქვს ნამდვილად შეიძლება ლიტერატურუულად, მაგრამ სტატიის ტექსტებში ნამდვილად აქვს ბევრი შეცდომები, ისევე როგორც ყველა ბეჭდურ გამოცემას. Katharinenfeld : ქართულ ენაში ეს არანაირი წესებით არ იქნება ეკატერინენფელდი. ასევე ელიზავეტოლიელიზავეტალი არის საშინელი სიტყვა... ვერც იმას ვიტყვი, საიდანაა მოტანილი. ქსე-ში ამ სახელწოდებით სტატიები თუ არაა, მაშინ რაღაც ტექსტში უბრალოდ დასახელებული სიტყვა არაა ლიტერატურულად გამართული სიტყვის წყარო. Deu aw 16:22, 26 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
დათო მეც იგივეს გავიმეორებ, რაც ათასჯერ გვითქვამს ვიკიპედიელებს: სანამ რაიმე წყარო არ იქნება, მანამდე ისე დარჩება როგორც ქსე-შია. --ჯაბა ლაბა 16:47, 26 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა. ჯერ მაგიტომაც არაფერს ვცვლი :). Deu aw 17:13, 26 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჯაოშვილი ვ., ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, თბ., 1997, გვ. 455, სადაც ვკითხულობთ, რომ 1924 წლამდე ეკატერინენფელდი, შემდეგ 1943 წლამდე ლუქსემბურგი. აქვე მითითებულია წყარო: ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., 1941; ლიტერატურა: გომელაური ი. ყორანთა — შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლი, «მაცნე», 1966, № 3; Какабадзе С.С., Грузинские документы Института народов Азии АН СССР, М. 1967.--ცანგალა () 17:28, 26 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
რუს. ვიკიში ვკითხულობთ Город был основан в 1818 году под названием Катариненфельд... --ცანგალა () 18:14, 26 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რუს. ვიკი წყარო არ არის. – ჯაბა ლაბა 18:22, 26 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე ეს არ მითქვამს.--ცანგალა () 18:40, 26 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]