განხილვა:ველისარიუსი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ბელისარიუსი)

ველისარიუსი – ბიზანტიელი მხედართმთავარი (დაახლ. 504-565) – უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 128. თბ. 1989 წელი. — ჯაბა ლაბაძე () 13:22, 2 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია ბატონო ჯაბა. თუმცა ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია: რუსული და ზოგადადად სლავური ფონეტიკის თავისებურებების გამო რიგ შემთხვევებში რუსული და ლათინური, ან ბერძნული სახელების ორთოგრაფია ერთმანეთს არ ემთხვევა: მაგ: საყოველთაოდ ცნობილი სახელი ასილი, რუსულად Василий, ასილისა - Василиса, ქერუიმი - Херувим, იოი - Иов, იგივე ელისარიუსი - Велисарий (Велизарий). ამ ლექსიკონის გამოცემის წელიც მიუთითებს იმაზე, თუ რა წყაროებიდან არის აღებული მონაცემები. როგორც ლათინარად (Belisarius), ისე ბერძნულად ( Βελισάριος) სახელი იწყება ბე-ზე ან ბეტა-ზე. აშკარა რუსული გავლენაა. თუმცა მაინცდამაინც თავს არ გავიგიჟებ ჩემს მოსაზრებაზე. მაგრამ მიმაჩნია, რომ სადაც ეს შესაძლებელი იქნება გამოვიდეთ რუსული გავლენიდან. ამ შემთხვევაშიც ევროპაში სხვა სახელით იცნობენ ამ პიროვნებას. თუმცა სახელის ზუსტი გამოთქმა რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, მაინც უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მისი ღვაწლი. ის როგორც დღეს ვიტყოდით არ არის სათანადოდ ”გაპიარებული”. თორემ მის მიერ ბიზანტიისათვის შემატებული ტერიტორიები ან მოგებული ბრძოლები რად კმარა, სამივე კონტინენტზე. პატივისცემით--Kote 17:20, 2 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

Βελισάριος – თანამედროვე ბერძნული გამოთქმით იკითხება ველისარიოს. ბეტა ბ–დ იკითხებოდა ძველ ბერძნულ ენაში. ასე რომ, ბეტას ვ–დ გამოთქმა რუსულის გავლენა კი არა, თვითონ ბერძნული ენის ფონეტიკური ცვლილების შედეგია. იგივე მოხდა იბერია–ივერიის შემთხვევაშიც. ორთოგრაფია მოითხოვს, გადავიტანოთ ველისარიუსზე. — დავით პასუხი 17:26, 2 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ქართული სალიტერატურო ნორმების მიხედვით სწორედ მასეა. თქვენ თუ მიანიშნებთ გამოშვების წელზე, მაშინ მიმითითეთ უფრო ახალი მსგავსი სახის ლიტერატურა სადაც ეწერება ბელისარიუსი და მე თანახმა ვიქნები დარჩეს ეს სტატია ამ სათაურით. რაც თქვენ თქვით საფუძველს მოკლებული არაა, მაგრა არგუმენტებს დასაბუთება სჭირდება. გმადლობთ.

პ. ს. სხვა დროს ბატონოს გარეშე მომმართე. — ჯაბა ლაბაძე () 17:30, 2 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

არა, არა, თვითონ ბერძნულშია , ეგ რუსულის გავლენა არაა. ასე რომ ველისარიუ(ო)სია სწორი. — დავით პასუხი 17:35, 2 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

O.K. რაც შეეხება ბატონოს. +

არა, არა, თვითონ ბერძნულშია , ეგ რუსულის გავლენა არაა. ასე რომ ველისარიუ(ო)სია სწორი. — დავით პასუხი 17:35, 2 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

- - მესმის, რომ თანამედროვე ბერძნული ფონეტიკა ასე მოითხოვს, მაგრამ ბელისარიუსის (თუ ველისარიუსის) დროს აღმოსავლეთ იმპერიის ოფიციალური ენა ლათინური იყო. რომელიც თითქმის ასი წლის მერე აკრძალა ჰერაკლემ . ან ბასილის რა ვუყოთ ისიც ხომ ვასილი იქნება. ’’დიდოსტატის მარჯვენაშიც” ხომ ბასლი კეისარია ნახსენები. ეს საკითხი ასეთი ცალსახა არ არის. თუმცა იყოს ველისარიუსი. რა ვქანა ახლა მე! პატივისცემით--Kote 17:44, 2 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ლათინურად სახელი ბელისარიუსია, ყველა სხვა ენაზე ბელისარიუსი წერია, რუსულის გარდა. ვფიქრობ, გადასატანია. --ზურა 6446 19:25, 6 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]

წყაროები მოყვანილია ზევით. ქართულ აკადემიურ სივრცეში ცნობილია როგორც ელისარიუსი. გიო ოქრო 19:32, 6 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]