განხილვა:აფხაზეთის სეპარატისტული პოლიტიკური პარტიები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შევქმენი აფხაზეთის სეპარატისტული პოლიტიკური პარტიები, რათა გაირჩეს იმ პროქართული პოლიტიკური პარტიებისგან და მოძრაობებისგან, რომლებიც მოქმედებდნენ აფხაზეთში სანამ ეს შესაძლებელი იყო. ალბათ ამ სტატიასაც უნდა გადავარქვათ სახელი ასე: აფხაზეთის სეპარატისტული პოლიტიკური პარტიები. თუ საწინააღმდეგო გაქვთ რამე, გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი.--Zolokin განხილვაწვლილი 16:42, 24 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რამდენად პოლიტკორექტულია სეპარატისტული? მე ასე დავწერდი : თვითგამოცხადებული აფხაზეთის პოლიტიკური პარტიები. ეს უფრო სწორია ჩემის აზრით--Граф Теймураз Раджавский (Аудиенция) 17:04, 24 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

პოლიტკორექტული, არაპოლიტკორექტული არ გვაინტერესებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბაღაფშისნაირებს უწოდებს სეპარატისტებს. ბასტა.— გიორგი, 17:15, 24 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჩვენა არ ვართ არც გაერო, არც ევროკავშირი, არც ევროპარლამენტი, არც სუამი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მეც ბაღაფშს სეპარატისტად ვთვლი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიკიპედიაში ასე უნდა ეწეროს. ეს სიტუაცია დიდ სე-ში იყო მიღებული. როდესაც ბერია დახვრიტეს მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბიბლიოთეკებში გამოაცხადეს ”ჩპ”. ანუ გამოუგზავნეს ბიბლიოთეკებს ახალი გვერდები (Б-ასო) და წებო, მიუთითეს, რომ ბრიტვით უნდა ამოეჭრათ სტატია ბერიის შესახებ და მიეწებათ ახალი. --Граф Теймураз Раджавский (Аудиенция) 17:24, 24 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დავუშვათ: ხვალ კონფლიქტი, რომ მოგვარდეს და ბაღაფში საქართველოს ჩაბარდეს, ხოლო სააკაშვილმა იგი აფხაზეთის არ-ის თავმჯდომარედ გამოაცხადოს ის უკვე სეპარატისტი არ იქნება?--Граф Теймураз Раджавский (Аудиенция) 17:25, 24 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

აბსოლუტურად არ მაინტერესებს ბერია. რა შუაშია დემაგოგიური მაგალითი ბაღაფშის ჩაბარების შესახებ? სანამ არ ჩაბარდა და გაეროს დოკუმენტებში მოხსენებულია სეპარატისტად იგი სეპარატისტია. — გიორგი, 17:50, 24 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

Граф Георгий Александрович, დემოგოგიას ზუსტად თქვენ ახორციელებთ! --Граф Теймураз Раджавский (Аудиенция) 18:00, 24 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურ ვიკიში, სტატია Abkhazia სეპარატისტებად 13–ჯერ იხსენიებიან, History of Abkhazia – 4–ჯერ, Georgian–Abkhazian conflict – 10–ჯერ და ა. შ. იქნებ სხვებმაც გამოთქვან თავისი აზრი? --Zolokin განხილვაწვლილი 18:22, 24 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ სეპარატისტად მოვიხსენიოთ. რა ასე არ არის რეალურად? — ჯაბა ლაბაძე () 18:28, 24 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე ართი კითხვა მაქვს: ვინ მისცა გიორგის ჩემი რედაქტირების გაუქმების უფლება? http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=განხილვა%3Aაფხაზეთის_სეპარატისტული_პოლიტიკური_პარტიები&action=historysubmit&diff=1271019&oldid=1271016?--Граф Теймураз Раджавский (Аудиенция) 06:23, 25 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თემურ ახლა ჩემს კითხვას უპასუხე. — ჯაბა ლაბაძე () 06:26, 25 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დავუბრუნდები სეპარატისტებს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, მოვიხსენოთ მათ სეპარატისტებათ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთი უფრო პოლიტკორექტულია.--Граф Теймураз Раджавский (Аудиенция) 06:27, 25 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

იმის მერე, რაც მე აფხაზურ ვიკიპედიაში ადმინი გავხდი ბევრს ჰგონია, რომ ჩემთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობა ”მისაღებია” (მოკლედ არ ვიცი რა სიტყვა დავწერო სხვა) ! სისულელეა! პირიქით, რაც მეტად ვსწავლობ აფხაზურს, მით უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ აფხაზეთი საქართველოს ისეთი განუყოფელი ნაწილია, როგორც კახეთი, ქართლი, აჭარა და ა.შ.--Граф Теймураз Раджавский (Аудиенция) 06:30, 25 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თემურ ამ შემთხვევაში პოლიტკორექტულობას არსებით მნიშვნელობა არ აქვს, აქ ის წერია რაც რეალურად არის. მეც მიმაჩნია რომ სეპარატისტული უნდა იყოს.— ნიკა () 06:35, 25 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სეპარატისტული, რა თქმა უნდა. +1. — დათო პასუხი 06:51, 25 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

აფხაზურ ვიკიპედიაში ადმინობა და აფხაზურის ცოდნა ძალიან კარგია. რაც უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე გახდება აფხაზურის მცოდნე, მით უკეთესი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიმართლეს (სეპარატიზმი) თვალი არ გავუსწოროთ. --Zolokin განხილვაწვლილი 12:13, 25 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]