განხილვა:ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი - ru:Боковой амиотрофический склероз. რუსული ვიკიდან გადავდივართ იმ საერთაშორისო ბმულებზე, რაც ამ სტატიას აქვს. ე. ი. ქართულად ჰქვია ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი და არა ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი. ამჟამად თუ შეიცვალა საქართველოში დაავადების სახელი ვერ გეტყვი. ყოველშემთხვევაში ამიოტროფიული ალბათ არ შეცვლიდნენ ე. ი. ამიოტროფლი (ი-ს გარეშე.). აქედან გამომდინარე ალბათ მრავალმნიშვნელობია გვერდიც ALS შესაბამისად შესასწორებელია. აქვე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა სურათთან დაკავშირებით. იქნებ სურათი ამოვიღოთ? სხვა ვიკიპედიების სტატიებში ვერ ვნახე. ალბათ მის პიროვნებას გაუწიეს ანგარიში. ნურც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. --ცანგალა () 17:26, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

სურათი ამ გვერდზეა ჩასმული simple:Amyotrophic Lateral Sclerosis, და ამიტომ მეც ჩავსი. თუ ასე "გამაღიზიანებელია" შეიძლება ამოვიღოთ. რაც შეეხება გვერდითს, თვით სიტყვა ლატერალური ლათინურია (ლათ. lateralis) და ნიშნავს გვერდითს . (წყარო: [1]) მოგეხსენებათ, რომ მედიცინაში საკმაოდ შემოღებულია ლათინურ–ბერძნული სიტყვები. აქვე დავამატებ, რომ როცა ამ სტატიას ვთარგმნიდი, სამედიცინო განათლების მქონე ხალხსაც დავეკითხე, ზოგი ტერმინი შემისწორეს კიდეც, თუმცა ლატერალური ქართულშიც საკმაოდ გავრცელებულია. ჩემი აზრით მთავარი სტატია უნდა დარჩეს ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი და გადამისამართება მოხდეს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი–დან. -- მერო     17:46, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

ამიოტროფული თუ ამიოტროფული — ეს ზუსტად არ ვიცი :) -- მერო     17:54, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

მთავარი ის არის თუ რომელი ტერმინია მიღებული - ქართული თუ ლათინური. თუ არ დამიზარებ და მაგასაც შეეკითხე იმ სამედიცინო განათლების მქონე ხალხსაც მადლობელი დაგრჩები. ისე ორივე სათაური ნამდვილად უნდა არსებობდეს. ნახე რა გვერდი [2] ვიპოვე. გუგლმა ამის მეტი არაფერი არ ამომიგდო. შეგიძლია შენც მოძებნო. აქედან გამომდინარე უნდა იყოს ძირითადი სტატია ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი და გადამისამართება ამიოტროფული ლატერალური სკლეროზიდან. სამწუხაროდ ამიოტროპფიული წერია - ესეც დასადგენია. გთხოვ ყველაფერი დააზუსტო, რომ საერთო საქმეს ვიკიპედიას გამოადგეს. --ცანგალა () 18:15, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

მაგ საიტს მეც მივაგენი, და ვფიქრობ რომ იქ ბეჭდვითი შეცდომაა (თუნდაც ორი „უ“). რაც შეეხება ტერმინს, კიდე გავიკითხე და ორივე იხმარებაო. ანუ როგორც გვერდითი, ასევე ლატერალური. თვით ადრე მოწოდებული გვერდი ([3]) ადასტურებს, რომ ლატერალური გამოიყენება ქართულში, ის წერია ქართულად და მისი ლათინური ტრანსკრიპცია ფრჩხილებშია ჩასმული. (როგორც საიტი გვეუბნევა, ეს მონაცემები ამოღებულია შემდეგი წყაროდან: უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ.,გამომცემლობა "განათლება", 1973). -- მერო     20:31, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

ორივე ტერმინი, რომ მიღებულია და გამოიყენება 100%-ით გასაგებია ამაზე არაფერს ვამბობ. [4] - ამ გვერდზე წერია გვერდითი და ფრჩხილებში (ALS). ე. ი. ქართულმა სამედიცინო ტერმინოლოგიამ თარგმნა Lateral - გვერდითი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ სახელმძღვანელოებში გვერდითი წერია, ხოლო ლათინური დასახელებას ისედაც სწავლობს მედიცინა. თუ სახელმძღვანელოებში გვერდითი წერია ე. ი. მთავარი უნდა იყოს გვერდითი და გადმოდიოდეს ლატერალურიდან. ამ შემთხვევაში ჩემი დაწერილი სტატია წაიშლება და შენი ჩაჯდება, რადგან პირველი ავტორი ამ თემისა ხარ შენ და არა მე. მე იმიტომ ჩავწერე, რომ გენახა პრობლემა. მე მიმაჩნია, რომ მთავარი ვიკიპედიაში ყოველთვის ის თუ რა არის მიღებული საქართველოში. ქართველმა ექიმმა თუ მისი სპეციალობა არ არის შეიძლებოდეს უფრო იცოდეს ქართული ტერმინი „გვერდითი“ ვიდრე ლათინური „ლატერალური“. სხვების აზრსაც დაველოდოთ.--ცანგალა () 20:53, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

კარგი, ოღონდ იმ სტატიის წაშლაზე არ იჩქარო, მე თვალი გადავავლე, და მგონი ამ ორი სტატიის გაერთიანება შეიძლება. მოკლედ ჯერ სხვა აზრს დაველოდოთ. :)-- მერო     21:11, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

სხვებსაც დაველოდოთ. ის სტატია მაინც წასაშლელია და შენ რაც გინდა შემოიტანე ამ სტატიაში და თარგი წასაშლელი ჩასვი. აგრეთვე გთხოვ გაიგო იუ და ი-ს პრობლემა. მე მაინც ქსე-ს მივანიჭებ უპირატესობას. გაიგე გთხოვ. --ცანგალა () 21:16, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

კარგი, მალე მივხედავ მაგ ამბავს. „იუ“–ს საკითხთან დაკავშირებით შენთან ვარ, მგონი მართლა „ამიოტროფული“–ა სწორი. კიდე გავიკითხავ :) -- მერო     21:23, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]
ამიოტროფია ასეა ნახსენები ქართულ-რუსულ-ლათინურ მოკლე სამედიცინო განმარტებით ლექსიკონში, რ.დგებუაძე, ა.აბესაძე, 1988 წ., გამომცემლობა „განათლება“. შესაბამისად „ამიოტროფია“-დან იწარმოება ამიოტროფიული („ა“ იკვეცება, „ი“ რჩება). PS თუ სხვა წყაროებსაც ნახავთ, კარგი იქნება :)-- მერო     22:22, 15 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

წყარო არ მაქვს, მაგრამ აქვე შეკითხვა მაქვს მაგ. „ამიოტროფია“ - „ვეტერინარია“ როგორ დაწერ ვეტერინარული მედიცინა თუ ვეტერინარიული მედიცინა? ცანგალა () 22:37, 17 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ ვეტერინარიული მედიცინა, თუმცა ინტერნეტში რომ გადავამოწმე „ვეტერინარულ მედიცინაზე“ („ი“-ს გარეშე) უფრო მეტი წყარო მომიძებნა. ეს ის შემთხვევაა, როცა სრულიად გაოგნებული ვარ. ვეცდები სამედიცინო წყაროებში მოვიძიო ინფორმაცია. ბოლო-ბოლო უნდა დადგინდეს რომელია სწორი. აქვე ჩავამატებ, რომ მე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი განგებ არ წავშალე (აქცენტი მაქვს ამიოტროფულზე). კიდე დამამტკიცებელ წყაროებს თუ მივაგნებთ. აუცილებლად შევცვლი. ისევ გავმეორდები, მე არ ველოდი „ი“–ს კვეცას. -- მერო     07:01, 18 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

სამედიცინო წიგნებს თავი დაანებე - ფილოლოგი. ცანგალა () 09:08, 18 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]