განხილვა:ალეფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მგონი გადასატანია სათაურზე „ალეფი“, რადგან სახელობით ბრუნვაში უნდა იყოს (ვიკიპედია:გვერდების სახელები#რიცხვი და ბრუნვა). - Island 02:55, 22 მაისი 2008 (UTC)

გეთანხმები თარგი:ებრაული ანბანი - გადასახედია.--ცანგალა () 17:54, 22 მაისი 2008 (UTC)

ქართული ანბანის ასოები: ან, ბან, გან, დონ, ... მაგრამ ცალ-ცალკე ანი, ბანი, განი. ასე რომ მართალი ხართ, მაგრამ თარგი:ებრაული ანბანი-ში მასე უნდა იყოს როგორც არის: ალეფ, ბეთ... ერთადერთი ზამეხი შეიძლება არ იყოს სწორი (სამეხ) და წადე (არ ვიცი). დანარჩენი ნამდვილად სწორია. DDA 15:47, 12 ივნისი 2008 (UTC)

თარგს თუ ისე დატოვებ როგორც არის მაშინ ბმული ყოვეთვის წითელი იქნება. მე ამ თვალსაზრისით დავწერე, რომ გადასახედია.--ცანგალა () 15:53, 12 ივნისი 2008 (UTC)

მაშინ დავწერ ყველა ასოზე სტატიას ვიღიმი. DDA 16:01, 12 ივნისი 2008 (UTC)
ეგ შენიშვნა გავასწორე უკვე, მაგრამ რაღაც სასაცილოდ მეჩვენება ბეთი, გიმელი, დალეთი, იოდი. ვიღიმი. ჩემი აზრით მაინც როგორც იყო ისე სჯობდა, მაგრამ იყოს ახლა ასე. DDA 16:06, 12 ივნისი 2008 (UTC)

ქართული დაბოლოება (ი).? სამეხ(ი) და ცადე - ქსე, ტ. 3, გვ. 668, თბ. 1978, ცხრილი. გთხოვ გადახედო ვიკიპედია:გვერდების სახელები#რიცხვი და ბრუნვა. გასწორებას ყოველთვის შევძლებთ. --ცანგალა () 16:23, 12 ივნისი 2008 (UTC)

ანუ შენი აზრით რომელია სწორი, სამეხ თუ სამეხი? იოდ თუ იოდი? ვავ თუ ვავი? ქსე მე არ მაქვს სამწუხაროდ. ისე ”სამეხ” ფორმაც სახელობითია (ძველი წრფელობითი --> დღეს სახელობითი). DDA 16:38, 12 ივნისი 2008 (UTC)
სამეხ არ არის სახელობითი, უბრალოდ სახელის ფუძეა. ძველ ქართულსაც ჰქონდა სახელობითი, წრფელობითისაგან განსხვავებული. - Island 03:59, 13 ივნისი 2008 (UTC)
ოკ. ეგ უკვე გასწორებულია ვიღიმი. DDA 09:56, 13 ივნისი 2008 (UTC)