განხილვა:ალბანური ენა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძალიან მოუხერხებელი იქნება ამის ამ ფორმით გამოყენება - ყოველი ხსენებისას ალბანურ ენაზე ბალკანეთის ჩაწერა. მეორე მნიშვნელობა გაცილებით უფრო იშვიათი იქნება. მრავალმნიშვნელოვანი გვერდი ჯობია. რაღაც კონვენცია საჭიროა მივიღოთ. ქვეყნებს, უმთავრეს ქალაქებს და ა.შ. ძირითად ცნებებს უნდა დარჩეს "გენერიკ" (საკუთარი ფორმა) სახელი, დანარჩენებს კი ფრჩხილებში მიეწეროს. ათიათასობით სტატია რომ იქნება მერე გაცილებით ძნელი იქნება ყველაფერი ამის გასწორება. ა. 66.82.9.62 23:10, 2 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ალსანდრო, რას ნიშნავს მნიშვნელოვანი - ორივე არის მნიშვნელოვანი და დამწერმა ჩაწეროს ალბანური ენა. საძიებლად უფრო ადვილია ალბანური ენა. მრავალმნიშვნელოვანის განმარტება კი გვეუბნება:ეს ორაზროვნების თავიდან ასაცილებელი გვერდია. მასში მოცემულია ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე სტატიის სათაური უფრო დეტალურად. თუ ამ გვერდზე ვიკიპედიის ბმულის გავლით მოხვდით, ჩვენი რეკომენდაციაა დაუბრუნდეთ წინა გვერდს და შეასწოროთ ბმული ისე, რომ მან უფრო კონკრეტული სახელწოდების მქონე გვერდამდე მიგვიყვანოს. როგორც ნახე ქვეყანაზე არ გავაკეთე. Zangala 09:39, 3 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]
ყველას ვინც აქ ძიებით შემოდის ვერ დავავალებთ რედაქტორობა დაიწყოს. ალბანური ენის მთავარი მნიშვნელობა დღევანდელი ალბანეთის ენაა და პირველადი ძიება ამ ბმულზე უნდა გავიდეს, სადაც თავში მითითებული იქნება რომ მას სხვა მნიშვნელობაც აქვს და მსურველს შეუძლია მრავალმნიშვნელოვნების გვერდი დაათვალიეროს. ჩამოყალიბებულ ენციკლოპედიაში ასეა, სხვანაირად სულ მუდმივად ჩასასწორებელი იქნება სტატიები. ჩემი და შენი აზრი აქ მარტო საკმარისი არ არის და კენჭისყრა სჭირდება. ველოსიპედის გამოგონებას ვცდილობთ, იქ სადაც მილიონი სტატიაა რატომ გადაწყვიტეს ასე? ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ, თუ ქართული სპეციფიკაა? აბსურდია. Alsandro 12:13, 3 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები ალსანდროს, ჩემი აზრით მართალს იძახის.--linguistus 15:57, 3 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

აქ ალბათ არავინ მიიღებს მონაწილეობას - ორი ერთის წინააღდმეგ - სტატია გასწორდება. Zangala 17:37, 3 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]