განხილვა:აბუ ომარ ალ-შიშანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამდენად მნიშვნელოვანი სტატიაა? ჩემი მოსაზრებით უნდა წაიშალოს. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:18, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მეც ვფიქრობ, რომ  წასაშლელია--დათო1010 07:01, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
 წასაშლელია--ცანგალა () 08:49, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

(წინააღმდეგი) რატომ?--შოთა [UT] 09:51, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

არც დაბ. თარიღი ვიცით, არც განათლების შესახებ და ა. შ. შეიძლება ინგლ. ვიკიპედიისთვის საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ ქართული ვიკიპედიისთვის ჩემი აზრით არავითარ საინტერესო ინფორმაცია არ არის. ფეიქსბუქსის ჩაკეტილი ბმული მითუმეტეს. ბოლო წინადადება ინგლ. ენაზეა. ყველა ბმული ინგლ. ენაზეა. რუსეთ-საქართველოს ომში რომ იყო მონაწილე წყარო მიუთითეთ. --ცანგალა () 11:00, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

პირველ რიგში, დაბადების თარიღი და განათლება სტატიისთვის სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენს. რაც გვაქვს იმით დავკმაყოფილდეთ, თუ ვინმემ რამე იცის, შემდეგ დაამატებს. მეორე, თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ქართველი პიროვნება ინგლისური ვიკიპედიისთვის საინტერესოა, მაგრამ ქართულისთვის არა? ბოლო წინადადება ამოვიღე, შემთხვევით ჩავსვი მე თვითონ, ფეისბუქის ბმულიც მოვაშორე. ბმულები რომ ქართულად უნდა იყოს, ეგ მოთხოვნა არსად წერია და ბევრ სტატიას აქვს მხოლოდ უცხოური წყაროები. რუსეთ-საქართველოს ომზე წყარო აქვს მითითებული და თუ მაინც არ გაკმაყოფილებთ, შესაძლებელია თარგ {{წყარო}}-ს ჩასმა, მაგრამ წაშლის მიზეზი არ გვაქვს--შოთა [UT] 11:18, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მნიშვნელობა არ აქვს რა ეროვნებისაა. ჩემი აზრით ქართული ვიკიპედიისთვის საინტერესო არ არის. მითითებულ გვერდებზე სად წერია, რომ რუსეთ-საქართველოს ომში აქვს მიღებული მონაწილეობა. მე პირადად ვერ ვნახე. აბა გადახედე თარგი:ინფოდაფა პიროვნება, რას ითხოვს ეს თარგი? -ცანგალა () 13:02, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
სურათი — არ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ იგი რუსეთ-საქართველოს ომში იღებდა მონაწილეობას.--ცანგალა () 14:50, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

თუ არ წერია თავში ჩაესვას {{წყარო}}. ინფოდაფა პიროვნება რა შუაშია?--შოთა [UT] 15:31, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჩავუსვი {{ფაქტი}}--შოთა [UT] 15:35, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
რადგანაც შექმნილია თარგი:ინფოდაფა პიროვნება — ე. ი. უნდა შეივსოს კიდეც (მე ასე მიმაჩნია). ხოლო რაც შეეხება ფაქტს მისი რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობას — უკვე წყაროს არ გვითითებს. ინგლ. ვიკიში კი შეყრილია ყველაფერი ერთად. არც რუს. და არც გერმ. ვიკი მის შესახებ არ წერენ. მე გერმანულს მივიჩნევ სამაგალითო ვიკიპედიად. --ცანგალა () 15:40, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ინგლ. საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობის შესახებ არაფერი არ წერია და არც სურათები არის ჩადებული.--ცანგალა () 15:43, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა სავალდებულო არ არის, ბევრი პიროვნების სტატიის ჩამოწერა შემიძლია, სადაც არ გამოიყენება. მაშინ დავამკვიდროთ, რომ უინფოდაფო პიროვნების სტატია წაიშალოს. გასაგებია, რომ არ წერია მაგის შესახებ და არ გვაქვს წყარო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვსვამთ თარგს, რომელიც უკვე ჩავსვი--შოთა [UT] 15:47, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ქართველი არაა, ქისტია. მართალია მამამისი გამუსლიმანებული მატნელია ან თუში (უფრო თუში), მაგრამ მასე ნახევარი პანკისის ხეობა გამუსლიმანებული ქართველები და თუშები არიან, მაგრამ ქისტებად ითვლებიან. – 77.92.233.155 12:56, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ , ეს ჩემი პირველი არტიკლია და არ ვიცი კარგად რა და როგორ . ეს ლინკი გამოდგება წყაროდ ? http://www.ambebi.ge/samkhedro/90894-pankiseli-qmamluqiq-yofili-qarthveli-serzhanti-siriashi-usastikesi-dajgufebis-methauria.html

ეს ლაივლიკი http://www.liveleak.com/view?i=893_1384959015 http://www.liveleak.com/view?i=6e9_1384958167

აქაც და ლაივლიკზეც წერია რომ იბრძოდა 2008-ში , თუ გამოდგება წყაროდ.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aikevich (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

რა საინტერესო ფაქტიც წერია აღნიშნულ ბმულზე
ვიკიციტატა
„ ეს "მეამბოხე ჯარისკაცი" არის ქისტი საქართველოდან, რომელიც მანამდე საქართველოს ჯარში მსახურობდა, საიდანაც დაითხოვეს.“

--ცანგალა () 18:36, 22 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ტუბერკულოზი დაემართა და დაითხოვეს,შემდეგ იარაღის უკანონო ტარებისთვის 1 წელი იჯდა ციხეში,გამოსვლის მერე კი სირიაში წავიდა საბრძოლველად.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aikevich (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იჯდა თითქმის სამი წელი. ტუბერკულოზი აქვს მასაც და მის ძმასაც როგორც მე ვიცი. ბრძოლით ბევრი იბრძოდა ცხინვალში ქისტები. ეს ადამიანიც ქისტია და არა ქართველი, სტატიის წინა ვერსიაში ეწერა – ქართველიაო. მამამისი გამუსლიმანებულია, ყოფილი ქრისტიანი – 87.253.42.253 12:16, 23 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მონაწილეობა ჩეჩნეთის პირველ ომში[წყაროს რედაქტირება]

უცნაურია, რა წყაროზე დაყრდნობით წერია რომ ალ-შიშანი ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობდა? როცა ეს ომი დამთავრდა, ის მხოლოდ 10 წლის იყო. თუ ამის დამადასტურებელი წყარო არ არსებობს, მაშინ ეს ინფო უნდა ამოვიღოთ. – BruTe () 12:33, 3 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]