გამტარი ქსოვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გამტარი ქსოვილიმცენარეთა ქსოვილის სახე, რომელიც მცენარეში ძლიერ დატოტვილ, ერთიან გამტარ სისტემას ქმნის. გამტარი ქსოვილი ორგვარია: ჭურჭლები — რომელშიც მოძრაობს წყალი და მასში გახსნილი მინერალური მარილები და საცრისებური მილები — რომელშიც მოძრაობს ორგანული ნივთიერებები.

ორივე სახის გამტარი სისტემა წარმოდგენილია გრძელი უჯრედებით. ჭურჭლების უჯრედები მკვდარია, მათი განივი ტიხრები ჩაშლილია და წარმოქმნილია ერთიანი მილი. ჭურჭლების კედლებს კი აქვს გასქელებები, რაც მათ გაჭიმვის უნარს და დრეკადობის ანიჭებს. საცრისებრი მილები შედგება ცოცხალი უჯრედებისაგან, მათი განივი ტიხრები დასვრეტილია. სქელი კედლების გამო გამტარი სისტემის უჯრედები, საყრდენ–მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ.