Disney's Adventures of the Gummi Bears

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გამი დათუნიების თავგადასავლები)
Disney's Adventures of the Gummi Bears
ავტორი ჯიმნ მეიგონი
არტ ვიტელო
თემის კომპოზიტორი Silversher & Silversher[1]
სეზონი 6
ეპიზოდი 65 (95 სეგმენტი)
წარმოება
ხანგრძლივობა 22 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი NBC[2][3] 1985–1989
ABC[4] 1989–1990
ტელესინდიკატი 1990-1991
აუდიო ფორმატი მონო (სეზონები 1-2)
სტერეო (სეზონები 3-6)
ეთერში 14 სექტემბერი, 1985 — 7 დეკემბერი, 1991
რესურსები ინტერნეტში


Disney's Adventures of the Gummi BearsWalt Disney Television Animation-ის მიერ 1985 წელს გამოშვებული ანიმაციური სატელევიზიო სერიალი. კომპანიის გენერალურ დირექტორს მაიკლ აისნერს, მას შემდეგ რაც მისმა შვილმა სთხოვა ამავე სახელწოდების კანფეტების ყიდვა, დაებადა იდეა, შეექმნა ახალი ანიმაციური სერიალი. სერიალი დღესაც ძალიან ცნობილია, განსაკუთრებით თავისი სიმღერით, რომლის ავტორებიც არიან მაიკლ და პეტი სილვერშერი. მთლიანობაში, სერიები რამდენიმეჯერ გავიდა სხვადასხვა საბავშვო ტელეარხის ეთერში. მისი სამი სეზონის ეპიზოდები DVD-ზე ოფიციალურად გამოვიდა 2006 წლის 14 ნოემბერს.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამი დათუნიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის შვიდი მთავარი მოქმედი გმირი დათუნია არის:

  • გრაფი გამი - მუდამ უკმაყოფილო ამა თუ იმ საკითხით.
  • ზუმი გამი - ყველაზე ბრძენი დათუნია, რომელიც ფლობს ჯადოსნურ ძალას.
  • ბებია გამი - იგი ამზადებს გამის წვენს, რომელიც დათუნიებს ჯადოსნურ ძალას უმატებს.
  • ტამი გამი - დიდი მსუქანი დათუნია, რომელიც ნიჭიერი მებაღეა და უყვარს გემების მოდელების აწყობა.
  • სანი გამი - გოგონა-გამი, რომელიც ხშირად ეკამათება დათუნიების კლანს. იგი შეყვარებულია გუსტო გამიზე, რომელიც ჩნდება სერიალის მეორე სეზონში.
  • კაბი გამი - პატარა ბიჭუნა-გამი. ყველაზე უმცროსი დათუნიების კლანში. მოხერხებული და სწრაფი დათუნია.
  • გუსტო გამი - არტისტული, ინდივიდუალისტური ბუნების მქონე დათვი, რომელიც აღმოჩნდა უკაცრიელ კუნძულზე. გრაფი და ტამი მას გადაარჩენენ მეორე სეზონის მესამე ეპიზოდში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Disney's Adventures of the Gummi Bears Episode Guide. Bcdb.com. ციტირების თარიღი: April 13, 2012.[მკვდარი ბმული]
  2. „Disney Enters Saturday's Cartoon Fray“. Orlando Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2010-10-19.
  3. Farley, Ellen (7 February 1985). „Being Moved From Longtime Home, New Series to Be Done Overseas“. The Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-10-19.
  4. „ABC Adds 'Gummi Bears,' 'Beetlejuice'. The Los Angeles Times. 25 April 1989. ციტირების თარიღი: 2010-10-19.