გალიჩის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გალიჩის ტბა
გალიჩის ტბა
გალიჩის ტბა
კოორდინატები: 58°23′ ჩ. გ. 42°21′ ა. გ. / 58.383° ჩ. გ. 42.350° ა. გ. / 58.383; 42.350
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 100 
სიგრძე 17 კმ
სიგანე 6,4 კმ
ფართობი 75,4 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
აუზის ფართობი 872 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ჩელსმა
სრედნაია
გამომდინარე მდინარე ვექსა
გალიჩის ტბა — რუსეთი
გალიჩის ტბა

გალიჩის ტბა (რუს. Галичское озеро) — ტბა რუსეთში, კოსტრომის ოლქში. ფართობი 75,4 კმ². ოვალური ფორმა აქვს. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 17 კმ, სიგანე 6,4 კმ. მაქსიმალური სიღრმე 5 მ-მდე. ნაპირები დაბალია და დაჭაობებული, ფსკერი ლამიანი. არის საპროპელის დიდი მარაგი. ოქტომბრის ბოლოდან აპრილამდე ტბა იყინება. ტბის წყლის დონე 100 მ-მდეა ზღვის დონიდან. გალიჩის ტბა ძირითადად საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. აღმოსავლეთ მხარეს ერთვის რამდენიმე პატარა მდინარე, რომელთაგან უდიდესია ჩელსმა და სრედნაია, გამოედიენა კოსტრომის მარცხენა შენაკადი მდინარე ვექსა.

სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს ქალაქი გალიჩი. ტბა მდიდარია თევზით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]