გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის დეკლარაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის დეკლარაცია (ინგლ. United Nations Millennium Declaration) ― 2000 წლის 8 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, სამდღიან ათასწლეულის სამიტზე მიღებული 60 მიზანი მშვიდობის, განვითარების, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებებისა და მშიერი აფრიკის შესახებ. 55/2 დეკლარაციას ათასწლეულის დეკლარაცია ეწოდება.[1] დეკლარაციას კიდევ ერთხელ გადახედეს 2005 წლის მსოფლიო სამიტზე.[2][3] დეკლარაცია 8 თავსა და 32 მუხლს მოიცავს.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათასწლეულის დეკლარაცია მსოფლიო სამიტზე 189 ლიდერმა მიიღო. ის 8 თავისგან შედგება.

  1. ღირებულებები და პრინციპები
    • თავისუფლება
    • თანასწორობა
    • სოლიდარობა
    • ტოლერანტობა
    • ბუნების პატივისცემა
    • გაზიარებული პასუხისმგებლობა
  2. მშვიდობა, უსაფრთხობა და განიარაღება
  3. განვითარება და სიღარიბის აღმოფხვრა
  4. საერთო გარემოს დაცვა
  5. ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კარგი მმართველობა
  6. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა
  7. აფრიკის განსაკუთრებული საჭიროებების დაკმაყოფილება
  8. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაძლიერება

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UN 2000.
  2. United Nations Conferences, Meetings and Events FR. ციტირების თარიღი: 2018-01-30
  3. 2005 World Summit Outcome. ციტირების თარიღი: 30 January 2018