გადაღუნვის წერტილი
იერსახე

მათემატიკაში, კერძოდ მათემატიკურ ანალიზში ფუნქციის გადაღუნვის წერტილი ეწოდება წერტილს, სადაც ფუნქციის გრაფიკი იცვლის ამოზნექილობას, ანუ გადადის ამოზნექილობიდან ჩაზნექილობაში ან პირიქით.
განმარტება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფუნქციის გადაღუნვის წერტილის ფორმალური განმარტება სხვადასხვანაირად შეიძლება:
- წერტილი, სადაც ფუნქციის მეორე რიგის წარმოებული ნიშანს იცვლის. ანუ, წერტილი რომლის სხვადასხვა მხარესაც მეორე რიგის წარმოებული სხვადასხვა ნიშნის მქონეა.
- წერტილი, რომელშიც ფუნქციის გრაფიკის მხები წრფე კვეთს ფუნქციის გრაფიკს.

აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თუ გვაქვს ტოლობა , ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ფუნქციას ამ წერტილში გადაღუნვის წერტილი გააჩნია. დამატებით საჭიროა, რომ წერტილში ნულისგან განსხვავებული ყველაზე დაბალი რიგის წარმოებული კენტი რიგის იყოს (ანუ მესამე, მეხუთე და ა.შ.). თუ ეს არ სრულდება, მაშინ წერტილი გადაღუნვის არაა, ამის მაგალითია ფუნქცია (პირველი არანულოვანი წარმოებული წერტილში 0 მე-4 რიგისაა).
რეკომენდებული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვლ.ჭელიძე, ე.წითლანაძე, მათემატიკური ანალიზის კურსი, ტ.1 - თბილისი, 1979