შინაარსზე გადასვლა

გაგიკ ცარუკიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაგიკ ცარუკიანი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Գագիկ Ծառուկյան
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1956(1956-11-25) (67 წლის)
დაბ. ადგილი არინჯი
საიტი tsarukyan.am
ქვეყანა სომხეთი და სსრკ
ჯილდოები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი, მოსე ხორენაცის მედალი, ღირსების ორდენი, Order of the Friendship of Peoples, Registered firearms, Order "For Merit to the Fatherland", Q4286938? და Commander of the Order of Merit of the Italian Republic

გაგიკ ცარუკიანი (სომხ. Գագիկ Ծառուկյան; დ. 25 ნოემბერი, 1956, არინჯი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული ათლეტი და პოლიტიკოსი. დელეგატად აირჩიეს 2018 წელს.[1] იგი განიხილება, როგორც სომხეთის მთავრობასთან დაკავშირებული ოლიგარქების ყველაზე გავლენიანი და სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის საკვანძო პარტნიორი.[2][3] ცარუკიანი არის „აყვავებული სომხეთის“ პოლიტიკური პარტიის დამაარსებელი, რომელმაც 2007 წლის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე 15.1% დააგროვა.[4] 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის პოპულარობა გაიზარდა და ამჯერად მან ხმების 19.1% მიიღო. 2015 წლის თებერვალში გამოცხადდა, რომ იგი პოლიტიკიდან წავიდა; 2017 წელს დაბრუნდა პოლიტიკაში და ჩამოაყალიბა პარტია სახელად ცარუკიანის ალიანსი (საარჩევნო ალიანსი), რომელიც შედგებოდა „აყვავებული სომხეთის“, „პარტიის ალიანსისა“ და „პარტიის მისიისაგან“. 2017 წლის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მოიპოვა ხმების 27,35%; ამით იგი გახდა სიდიდით მეორე საპარლამენტო ბლოკი: 31 დეპუტატით, 105-წარმომადგენლით წარმომადგენელთა პალატაში, რა თქმა უნდა მმართველი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის შემდეგ (მოსახლეობის 49,17% და 58 დეპუტატი).

გაგიკ ცარუკიანი ვარჯიშობდა კრივში ჭიდაობადა და მკლავჭიდში. 1996 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში და ხოლო, 1998 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა გამარჯვება. ცარიუკიანი ასევე არის სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.[5] (ხელახლა აირჩიეს 2008 წლის 4 დეკემბერს).[6][7]

გაგიკ ცარუკიანის მეუღლეა ჯავაჰირ ცარუკიანი. მათ ჰყავთ 6 შვილი.[8]

როზა, გაიანე და ემა ცარუკიანებმა წარჩინებით დაამთავრეს ანანია შირაკასის ლიცეუმი. როზა და ემა სწავლობენ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. გაიანე ცარიუკიანმა წარჩინებით დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ანაჰიტი და ნვერი სწავლობენ ანანიას შირაკატის ლიცეუმში.

ოჯახის უმცროსი წევრი ჰოჰანესი სკოლაში მომავალ წელს დაიწყებს სწავლას.[9]

გოგიკ ცარუკიანის მშობლები არიან ნიკოლაი და როზა ცარუკიანები. ოჯახის მამა, ნიკოლაი ცარუკიანი, პროფესიით ელექტრული ინჟინერია; ახლა სოციალურ საქმიანობას ეწევა. როზა ცარიუკიანი, გაგიკ ცარუკიანის დედა, ბუღალტერია; ამჟამად ხელმძღვანელობს შპს "მულტი აგრო"-ს სამეცნიერო-საწარმოო ცენტრს[10] და ამავე დროს არის "აყვავებული სომხეთის პარტიის" ქალთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარე.[11]

რესურსები იტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Liz Fuller. It is thought that Tsarukyan owns different huge businesses and is one of the richest men in Armenia. "Armenia: Election Campaign Gets Off To Uneasy Start", Radio Free Europe/Radio Liberty, April 19, 2007.
  2. Danielyan, Emin (March 3, 2006). „ARMENIA: "OLIGARCHIC" PARTY GAINING GROUND AHEAD OF 2007 VOTE“. Eurasianet.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2009. ციტირების თარიღი: June 30, 2009. ციტატა: „Tsarukian.“ დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  3. David Petrosyan. The Political System of Armenia: Form and Content. Caucasus analytical digest დაარქივებული 2010-01-08 საიტზე Wayback Machine. (No.17. 21 May 2010) "The Prosperous Armenia party is a political project founded by former President Kocharyan and led by the oligarch Gagik Tsarukyan, who is a key business partner of Kocharyan"
  4. Gagik Tsarukyan:: Political Career. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-17. ციტირების თარიღი: 2009-03-05
  5. The president of Armenian National Olympic Committee Gagik Tsarukyan. ციტირების თარიღი: 2009-04-01
  6. Gagik Tsarukyan was reelected as ANOC president. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-31. ციტირების თარიღი: 2009-04-01.
  7. „Prominent Oppositionist Set To Lead Armenian ‘Oligarchic’ Party“. Armenia Liberty (RFE/RL). January 11, 2006. ციტირების თარიღი: June 20, 2009. ციტატა: „Tsarukian is seen as the most influential of Armenia's government-connected "oligarchs" who are not averse to flaunting their wealth amid widespread poverty. They usually live in huge mansions and travel in motorcades made up of luxury cars with virtually identical license plates. Most of them hold sway in a particular area of the country. Tsarukian and Aleksanian, for example, ran unopposed and were easily elected to parliament from their de facto fiefdoms in the last election held in May 2003.“ დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  8. Profile on Armenian Parliament website.
  9. Gagik Tsarukyan's family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-17. ციტირების თარიღი: 2009-04-02
  10. Roza Tsarukyan; Director of "Multi Agro" LCC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2009-04-02.
  11. Party delegates started for Gegharkunik marz headed by PAP women council honorable chairman Roza Tsarukyan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-31. ციტირების თარიღი: 2009-04-02.