გაბრიელ ტფილელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაბრიელ ტფილელიXI საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე. შიჰანის მონასტრის დამაარსებელი.

გაბრიელის ვინაობისა და ოჯახის შესახებ ცნობები ჩვენამდე მოღწეული არ არის. ასევე უცნობია, რა იგულისხმება გაბრიელის ზედწოდებაში „ტფილელი“ – სადაურობა თუ სამოღვაწეო ადგილი. XI საუკუნის შუა წლებში გაბრიელ ტფილელი იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის ძმობის წევრი იყო. 1065 წლამდე მან დატოვა ჯვრის მონასტერი, გაემართა ტრანსიორდანიაში და დააარსა ქართველთა ახალი მონასტერი შიჰანის მთაზე; მდ. არნონის, დღევანდელი ელ-მუჯიბის ხეობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]