გაბრიელ გიურჯიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gabriel Gyurjuan's Plaque.JPG

გაბრიელ მიქაელის ძე გიურჯიანი (დ. 12 აპრილი/24 აპრილი, 1892, ართვინი, ახლანდელი თურქეთი — გ. 1987), სომეხი ფერმწერი. სომხეთის სსრ სახალხო მხატვარი (1945). სახვითი ხელოვნების მუშაკთა საზოგადოებისა და რევოლუციური რუსეთის მხატვართა ასოციაციის სომხეთის ფილიალის ერთ-ერთი დამაარსებელი. სსრკ-ში პირველი მოძრავი სამხატვრო სახელოსნოს ორგანიზატორი (1939). სომხეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1951-1959), პედაგოგი (1947იდან პროფესორი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა პენზის უმაღლესი სამხატვრო-პედაგოგიური სახელოსნო (1920). 1922 წლიდან მუაობს სომხეთში. ნამუშევრები: „ხიდი მდინარე რაზდანზე“ (1923), „შირაქის არხი“ (1926), „მდინარე აზატი გარნის ხეობაში“ (1954, ყველა სომხეთის სურათების გალლერეა, ერევანი). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 173, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]