ბუჩქისებრი ხურხუმო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბუჩქისებრი ხურხუმო (ლათ. Salsola arbuscula) — ბუჩბალახი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. 20-100 სმ სიმაღლე მცენარეა ვიწროხაზური ხორცოვანი ფოთლებითა და თავთავისებრი ან საგველა ყვავილედებით.

გვხვდება ცენტრალურ და წინა აზიაში. უმეტესად უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოების ქვიშიან და ღორღიან დამლაშებულ ნიადაგებზე იზრდება.

ზამთარში კარგი საკვებია ცხვრისა და ცხენებისათვის. აქლემი ჭამს მთელი წლის განმავლობაში. ადგილობრივი მოსახლეობ იყენებს სათბობად და ტყავის მოსაქმნელად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]