ბურსის დიდი მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
71 Bursa la Grande Moschea.jpg

ბურსის დიდი მეჩეთი (თურქ. Bursa Ulu Camii) — მეჩეთი ქალაქ ბურსაში, თურქეთი. ააშენეს სელჩუკთა არქიტექტურულ სტილში სულთან ბაიაზიდ I-ის ბრძანებით 1396-1400 წლებში. მეჩეთს ამშვენებს 20 გუმბათი, 12 სვეტი და 2 მინარეთი.

მეჩეთი ადრეოსმალური არქიტექტურის ნიმუშია. არქიტექტორი იყო ალი ნეჯერი.

მეჩეთის შიგნით შადრევანია გაკეთებული. მეჩეთის სვეტებზე და კედლებზე 192 არაბული წარწერაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]