ბულგარეთის ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმღერა „მილა როდინო“ არის ბულგარეთს ეროვნული ჰიმნი 1964 წლიდან. იგი მრავალჯერ გადაკეთდა და საბოლოო ვარიანტი 1990 წელს დამკვიდრდა. მუსიკისა და ტექსტის ავტორია ცვეტან რადოსლავოვი, რომელმაც აღნიშნული კომპოზიცია და ლექსი 1885 წელს დაწერა.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგმანში ტექსტი ასე ჟღერს:


ამაყი ბულგარული მთები,
მათ გვერდით ლურჯდება დუნაი.
თრაკიის თავზე მზე ანათებს
და პირინთან ალდება.

ძვირფასო სამშობლო,
შენ ამქვეყნიური სამოთხე ხარ
და შენს სილამაზეს და მომხიბვლელობას
არ აქვს საზღვარი.

ხოლო 1990 წლამდე ჰიმნის ნაწილი იყო შემდეგი ორი სტროფიც:

დაეცა უთვალავი მებრძოლი
ჩვენი საყვარელი სამშობლოსთვის,
დედა, მოგვეცი ძალა და სიმამაცე,
განვაგრძოთ მათი გზა.

მეგობრულად, ძმებო ბულგერელებო,
ჩვენს გვერდით მოსკოვია, ომშიც და მშვიდობაშიც.
დიდი პარტია მიგვიძღვის მწყობრად,
გამარჯვებისკენ.


მოქმედი ჰიმნი დედანში ასე ჟღერს:
Горда Стара планина,
до ней Дунава синей,
слънце Тракия огрява,
над Пирина пламеней.


Мила Родино,
ти си земен рай,
твойта хубост, твойта прелест,
ах, те нямат край.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]