ბუკეფალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ხედნის ბუკეფალს.

ბუკეფალი, ბუცეფალი (ბერძ. Βουκεφάλαςხარისთავა) — ალექსანდრე მაკედონელის მიერ გახედნილი ლეგენდარული ცხენი. გადმოცემის თანახმად, მაკედონიის მეფე ფილიპემ იყიდა დიდებული ცხენი – ბუკეფალი. მისი შეკაზმვა ვერავინ შეძლო, მაშინ 15 წლის ალექსანდრე მივიდა ცხენთან, იგი მზისკენ მიაბრუნა, რადგან შეამჩნია, რომ ცხენს საკუთარი ჩრდილის ეშინოდა, დააწყნარა და დაიმორჩილა. მეფემაც უსახსოვრა ალექსანდრეს ეს ცხენი. მოუკლეს ინდოეთში ლაშქრობის დროს. ალექსანდრემ დიდი პატივით დაასაფლავა ცხენი და მის პატივსაცემად მდინარე ჰიდასპესის დასავლეთ სანაპიროზე დააარსა ქალაქი ბუკეფალა (სავარაუდოდ ახლანდელი პინდი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 556.
  • ჭელიძე ნ., პეტრიაშვილი ნ., ისტორიის სახელმძღვანელოებში დამოწმებული უცხო სიტყვების განმარტებათა კრებული, თბ., 2003, გვ. 22