ბრძოლა რსდმპ (ბ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბრძოლა (მრავალმნიშვნელოვანი).

„ბრძოლა“ — ქართული გაზეთი, რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის ლეგალური ყოველკვირეული ორგანო. გამოვიდა 1917 წლის ნოემბრიდან — რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო და თბილისის კომიტეტების ყოველდღიური ორგანო. რედაქტორები — მ. ცხაკაია და ფ. მახარაძე. გამომცემელი — რკინიგზის მუშა-ბოლშევიკების კომისია. „ბრძოლამ“ დიდი როლი შეასრულა საქართველოს და ამიერკავკასიის პარტიული ორგანიზაციების საქმიანობაში. მის ფურცლებზე გამოქვეყნდა რსდმპ (ბ) VII (აპრილი) კონფერენციის, VI ყრილობის და რსდმპ (ბ) კავკასიის კავშირის პირველი სამხარეო ყრილობის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. გაზეთი სისტემატურად აშუქებდა მუშათა და გლეხთა რევოლუციური მოძრაობის საკითხებს, ბეჭდავდა მასალებს მუშათა გაფიცვებისა და დემონსტრაციების, ჯარისკაცთა მიტინგებისა შესახებ. 1918 წლის 9 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა გაზეთი აკრძალა. გაიცა თანამშრომელთა დაპატიმრების ორდერები, სტამბა, სადაც იბეჭდებოდა „ბრძოლა“ დაარბიეს და დახურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]