ბრონტოზავრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრონტოზავრი

ბრონტოზავრი (ლათ. Brontosaurus), აპატოზავრი — ამომწყდარი ქვეწარმავლების გვარი ხვლიკმენჯა დინოზავრების რიგისა. ცხოვრობდნენ იურულ პერიოდში. გიგანტური (20 მ-მდე სიგრძის), მასიური ცხოველები იყვნენ, რომელთაც ზომიერად გრძელი კისერი და შედარებით პატარა თავი ჰქონდათ. ბინადრობდნენ წყალში, იკვებებოდნენ მცენარეებით. ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, შესაძლოა ევროპაშიც (პორტუგალიაში). ბრონტოზავრის ახლობელი დინოზავრის ჩონჩხი ნაპოვნია ფერღანაში (უზბეკეთი, 1967).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]