ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლასიკური „ბრიტანული ლურჯი" მოკლებეწვიანი კატა 4-5 წლის ასაკში

ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა — ბრიტანული შინაური კატის ჯიშიანი ვერსია მოკლე და მსხვილი სხეულით, ხავერდოვანი ბეწვითა და განიერი სახით. ყველაზე გავრცელებული ვარიანტია „ბრიტანული ლურჯი" - მოლურჯო-მონაცრისფრო ბეწვითა და სპილენძისფერი თვალებით. თუმცა არსებობს ჯიშის სხვა მრავალი ვარიაციაც ფერებისა და მოხატულობის მიხედვით, მათ შორის ჭრელი და კოლორ-პოინტიც.[1][2]

ბრიტანული მოკლებეწვიანი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, მათი წინაპრები სავარაუდოდ ეგვიპტური შინაური კატები იყვნენ, რომლებიც პირველი საუკუნის რომაელმა დამპყრობლებმა ბრიტანეთში წაიყვანეს.[3] თანამედროვე გაერთიანებულ სამეფოში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]