ბრინჯაოსფერი ინდაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრინჯაოსფერი ინდაური

ბრინჯაოსფერი ინდაურიინდაურის ამერიკული ჯიში. შავი ფერის ბუმბულზე ბრინჯაოსებრი ელვარება დაჰკრავს. ტანად დიდია. ერთწლიანი მამალი იწონის 13—14, დედალი — 7—8 კგ. ორწლიანები, შესაბამისად 15—16, 8—9 კგ. წელიწადში 90 კვერცხს დებს. კვერცხი 80—85 გ იწონის. მოკრუხების ინსტინქტი — 90—100%.

ბრინჯაოსფერი ინდაურს აკლიმატიზაციის კარგი უნარი აქვს. მისი მონაწილეობით გამოყვანილია ჩრდილოეთ კავკასიური ჯიშის ინდაური. მისგანაა მიღებული აგრეთვე ფართომკერდა ბრინჯაოსფერი ინდაური. საქართველოში ერთ-ერთ გამაუმჯობესებელ ჯიშად ითვლება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]