ბრეტანის ნახევარკუნძული
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ბრეტანის ნახევარკუნძული — ნახევარკუნძული ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში. ტერიტორიის დიდი ნაწილი არმორიკის მაღლობს (სიმაღლე 391 მეტრამდე) უკავია. სანაპირო კლდოვანია და რიასულ ტიპს განეკუთვნება. ჰავა ზომიერი, ოკეანისა. ნალექები 800-1200 მმ წელიწადში. უმთავრესად მანანიანი და ტორფიანი ადგილებია. გვხვდება მუხისა და წიფლის ტყეები. მთავარი ნავსადგურებია ნანტი და ბრესტი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 518.