ბრენტ უიკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრენტ უიქსი)
ბრენტ უიკსი
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1977(1977-03-07)[1] (47 წლის)
დაბადების ადგილი Whitefish
საქმიანობა მწერალი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჰილზდეილის კოლეჯი და Whitefish High School
ჟანრი ფენტეზი
მეუღლე კრისტი უიკსი
საიტი brentweeks.com

ბრენტ უიკსი (ინგლ. Brent Weeks; დ. 7 მარტი, 1977) — ამერიკელი ფენტეზის ჟანრში მოღვაწე მწერალი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრენტ უიკსი დაიბადა 1977 წლის 7 მარტს, მონტანაში. საშუალო განათლება მიიღო უაითფიშის სკოლაში. 2000 წელს დაამთავრა ჰილზდეილის კოლეჯი ხარისხით ინგლისურ ენაში. როგორც თავად ამბობს, რომანების წერის დაწყება მას ოქსფორდში გატარებულმა სემესტრმა გადააწყვეტინა, რამაც მასზე, როგორც პიროვნულ, ისე პროფესიონალურ დონეზე, ძლიერი გავლენა მოახდინა. სანამ მწერლობას დაიწყება, ხანმოკლე დროით მუშაობდა ჯერ მასწავლებლად ორეგონში, სეილემის აკადემიაში, შემდეგ კი ბარმენად.[2]

იგი ცხოვრობს და მუშაობს ორეგონში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უიკსის პირველი ნაშრომი „ღამის ანგელოზის“ ტრილოგია (ინგლ. The Night Angel Trilogy) გამოქვეყნდა „Orbit Books„-ის მიერ 2008 წელს.[3] პირველი წიგნი ტრილოგიიდან არის „ჩრდილების გზა“ (ინგლ. The Way of Shadows),[4][5] რომელიც ნათარგმნია 10 ენაზე.

„ნათლისმტვირთველის“ (ინგლ. Lightbringer) სერიის პირველი წიგნი „შავი პრიზმა“ გამოქვეყნდა 2010 წელს.[6] თავდაპირველად განზრახული იყო, რომ „ნათლისმტვირთველი“ იქნებოდა ტრილოგია, მაგრამ 2012 წელს გამომცემლებმა გაავრცელეს ინფორმაცია მეოთხე წიგნის გამოსვლის შესახებ.[7]

2016 წლის 11 მაისს ბრენტ უიკსმა თავის საიტზე განაცხადა, რომ „სისხლიანი სარკე“ (ინგლ. The Blood Mirror) გამოქვეყნდებოდა 2016 წლის 25/27 ოქტომბერს, აგრეთვე სერია „ნათლისმტვირთველში“ (ინგლ. Lightbringer) იქნებოდა არა ოთხი, არამედ ხუთი წიგნი. სტატიაში არ იყო მითითებული მეხუთე წიგნის გამოსვლის თარიღი.

საბოლოოდ, მეხუთე წიგნის (ინგლ. The Burning White) გამოშვების დროდ დასახელდა 2019 წლის შემოდგომა.

ძირითადი შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ღამის ანგელოზების ტრილოგია“
    • 2008 — „The Way of Shadows“
    • 2008 — „Shadow's Edge“
    • 2008 — „Beyond the Shadows“
  • 2014 — „ჩრდილების გზა:გრაფიკული ნოველა“
  • „ნათლისმტვირთველის“ სერია
    • 2010 — „The Black Prism“
    • 2012 — „The Blinding Knife“
    • 2014 — „The Broken Eye“
    • 2016 — „The Blood Mirror“
    • 2019 — „The Burning White“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. Bio. Brent Weeks. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2012.
  3. Brent Weeks en-US (2017-06-27). ციტირების თარიღი: 2019-08-09
  4. Bastos, Cesar. Bragelonne donne de la Voie. Fantasy.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-13. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2012.
  5. Orbit Makes a Third Rotation. Publishers Weekly. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2012.
  6. Speakman, Scott. Cover & Interview: The Blinding Knife by Brent Weeks. Suvudu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2012.
  7. Fitzgerald, Laura. THE BLINDING KNIFE by Brent Weeks releases this week!. Orbit Books blog. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2012.