გაერთიანებული სამეფოს გასვლა ევროკავშირიდან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრეგზიტი)
გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა (შემოკლებული ფორმით ხშირად ცნობილი როგორც ბრექსიტი) — პოლიტიკური მიზანი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ევროპის კავშირში შესვლის დღიდან, გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური პარტიების ინტერესებს წარმოადგენდა. ევროკავშირის 50-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირიდან გასვლის უფლება არის ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნის უფლება.

1975 წელს რეფერენდუმი ჩატარდა ქვეყნის ევროპულ ეკონომიკურ თამაეგობრობაში წევრობის შესახებ. ევროპული თანამეგობრობა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ევროკავშირი. რეფერენდუმის შედეგების თანახმად ქვეყანა განაგრძობდა ევროპული თანამეგობრობის წევრობას.

2016 წლის 23 ივნისს, ბრიტანელი ამომრჩევლები ამ კითხვის ქვეშ ისევ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობაზე გამართულ რეფერენდუმში აღმოჩდნენ. რეფერენდუმი პარლამენტის მიერ იყო ორგანიზებული. მისი შედეგების თანახმად ბრიტანეთს უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი, თუმცა შედეგები ისევ პარლამენტის მიერ უნდა იქნეს რატიფიცირებული.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთს ხელი არ მოუწერია რომის ხელშეკრულებისთვის, რომლის თანახმადაც 1957 წელს საფუძველი დაედო ევროპის ეკონომიკური გაერთიანების შექმნას. ქვეყანამ წევრობის უფლების მოთხოვნა 1963 და 1967 წლებში გააგზავნა, თუმცა ორივე განაცხადს ვეტო საფრანგეთის პრეზიდენტმა, შარლ დე გოლმა დაადო. მისი აზრით, ბრიტანეთი შეუთავსებელი იყო ევროპის კავშირთან თავისი ეკონომიკის რიგი ასპექტების გამო.[1][2]

მას შემდეგ, რაც დე გოლმა დატოვა საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობა, ბრიტანეთმა ისევ გაგზავნა წევრობის მესამე მოთხოვნა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. 1973 წლის 1 იანვარს დიდი ბრიტანეთი გაწევრიანდა ევროპის ეკონომიკურ კავშირში.[3]

1975 წლის რეფერენდუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლის 6 იანვარს ამომრჩეველების კითხვაზე: „ფიქრობთ თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი უნდა დარჩეს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში?“ - ბრიტანეთის საარჩევნო ოლქებში პასუხის უმრავლესობა გაერთიანებაში დარჩენის მომხრე იყო. წევრობას ასევე მხარს უჭერდა ბრიტანეთის ძირითადი პოლიტიკური პარტიები და წამყვანი პრესა.

2016 წლის რეფერენდუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს, პრემიერ-მინისტრმა დეივიდ კამერონმა უარი განაცხადა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩასატარებელ რეფერენდუმზე, მაგრამ შესთავაზა შესაძლო სამომავლო რეფერენდუმის იდეა, იმისათვის რომ გაეზომათ საზოგადოების მხარდაჭერა.

საზოგადოებრივი აზრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

საზოგადოებირვი აზრი, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის ან გასვლის შესახებ მუდმივად იცვლებოდა. 2015 წლის ანალიზით ახალგაზრდა ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერდა ევროკავშირის წევრობას, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლები კი გასვლის მხარდაჭერები იყვნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „1967: De Gaulle says 'non' to Britain – again“. BBC News. 27 ნოემბერი 1976.
  2. „De Gaulle was quite right to say ‘Non’ to Britain“.
  3. „1973: Britain joins the EEC“. BBC News. 1 იანვარი 1973.