ბრაიან თელბოისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრაიან ედვარდ თელბოისი
Brian Edward Talboys
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 დეკემბერი 1975 – 11 დეკემბერი 1981
წინამორბედიბილ როულინგი
მემკვიდრეუორენ კუპერი

დაბადებული7 ივნისი, 1921
უონგანუი, ახალი ზელანდია
გარდაცვლილი3 ივნისი, 2012 (90 წლის)
ინვერკარგილი, ახალი ზელანდია
პოლიტიკური პარტიაახალი ზელანდიის ნაციონალური პარტია
Brian Talboys.jpg

ბრაიან ედვარდ თელბოისი (ინგლ. Brian Edward Talboys; დ. 7 ივნისი, 1921 უონგანუი, ახალი ზელანდია3 ივნისი, 2012 ინვერკარგილი, ახალი ზელანდია) — ახალი ზელანდიის სახელმწიფო მოღვაწე, ვიცე-პრემიერი და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი (1975-1981).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაიან თელბოისი დაიბადა 1921 წლის 7 ივნისს. დაამთავრა უონგანუის სკოლა და ჩაირიცხა უონგანუის საუნივერსიტეტო სკოლაში. შემდეგ სწავლა განარგძო მანიტობას უნივერსიტეტში, კანადაში. ახალ ზელანდიაში დაბრუნების შემდეგ სწავლა დაასრულა ვილინგტონის დედოფალ ვიქტორიას სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ხელოვნებაში. მუშაობდა კერძო სატრანსპორტო კომპანიაში, ასევე მუშაობდა რედაქტროის დამხმარეთ გაზეთში, რომელიც ფერმერთა შესახებ იყო.  მეორე მსოფლიო ომის დროს თელბოისი ახალი ზელანდიის საჰაერო ძალებში მსახურობდა და დამთავრების შემდეგ მუშაობდა ფერმერებად საუთლენდში[1].

2012 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, ინვერკარგილში, საკუთარ სახლში[2].

ჰყავდა მეუღლე - პატი და სამი შვილი.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პოლიტიკური კარიერა 1957 წელს დაიწყო, როდესაც ის ნაციონალური პარტიის წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს. 1981 წლამდე დეპუტატი იყო. 1961 წელს მან და კიდევ პარტიის 10 წევრმა მხარი დაუჭირეს ლიბერალური პარტიის ინიციატივას მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.

1980 - ზოგიერთმა კაბინეტის წევრმა წარუმატებელი მცდელობით პრემიერ-მინისტრის რობერტ მულდოინის თანამდებობიდან გადაყენება სცადეს და მისი შეცვლა თელბოისით გადაწყვიტეს, რომელიც ცნობილია როგორც „პოლკოვნიკების შეთქმულება“. ეს დემარში თელ ბოისს ვიცე-პრემიერის პოსტად უღირდა.

1981 წელს გადადგომის შემდეგ წყნარი ოკეანის დემოკრატიული კავშირის პირველ თავმჯდომარე აირჩიეს.

თანამდებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1962—1969 — სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • 1964—1972 — განათლების მინისტრი;
  • 1972 — მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი;
  • 1974—1980 — ნაციონალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • 1975—1980 — ვიცე-პრემიერი;
  • 1975—1981 — ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ახალი ზელანდია, 1978 წელი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავსტრალიის კავალერის ორდენი (1982)
  • ბრიტანეთის ბანის ორდენი (1991)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gustafson, Barry (1986). The First 50 Years : A History of the New Zealand National Party. Auckland: Reed Methuen. ISBN 0-474-00177-6.
  2. Former Deputy PM Sir Brian Talboys dies