ბორის კაზინეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის კაზინეცი
მშობლიური სახელი Борис Михайлович Казинец
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1930
მოსკოვი

ბორის კაზინეცი (რუს. Борис Михайлович Казинец; დ. 16 ოქტომბერი, 1930, მოსკოვი) — თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1983).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ნოვოჩერკასკის დრამატულ თეატრში. სხვა­და­სხვა წლებში მუ­შა­ობ­და ნოვოჩერკასკის (1952-1953), საბჭოთა არმიის (1954-1955), როსტოვის კომედიის (1955-1958) და მ. გორკის სახელობის დრამატული (1958-1960; 1971-1974), პერმის დრამა­ტუ­ლი (1960-1964), თბილისის გრიბოედოვის (1964-1968), რიაზანის (1968-1970), მინსკის მ. გორკის სახელობის (1970-1971) თეატრებში. 1974 წლიდან თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. მას განსახიერებული აქვს 200-ზე მეტი როლი. თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: არისტახი, ჯადოქარი (ვ. შუკშინის „ენერ­გიული ადამიანები“, „თვალსაზრისი“), ქალაქკომის მდივანი (ა. ჩხაიძის „როცა ქალაქს სძინავს“), ზურაბ მოდრეკილაძე (ვ. იაქა­შვი­ლის „ჰორიზონტს იქით“), იოჰან ვილჰელმ მებიუსი (ფ. დიურენმატის „ფიზიკოსები“), შეფი (ა. კოტეტი­შვი­ლის „სამოთხის ვაშლები“), ბურგომისტრი (გ. გორინის „შემწვარი იხვის ფრენა“), ფილიპ ლუტიკოვი (ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია“), იგორ გორჩაკოვი (ი. დვორეცკის „გაცილება“), პეტრე რიზაევი (ა. კაზანცევის „ძველი სახლი“) და სხვა. მსახიობის განსახიერებული დრამატული, სახასიათო და კომედიური როლები მის ფართო სამსახიობო დიაპაზონზე მეტყველებს.

1991 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში. 7 წლის განმავლობაში იყო რადიო „ამერიკის ხმის“ დიქტორი. მალევე გახდა ნიუ-იორკში კომპოზიტორ ალექსანდრე ჟურბინის მიერ გახსნილი თეატრის მსახიობი. ამ თეატრალურ კოლექტივთან ერთად გასტროლებით მოიარა ნახევარი ამერიკა. 1993 წელს ვა­შინგტონის გარეუბანში დაა­ფუძნა მოყვარულთა თეატრი, რომელსაც მოგვიანებით „ბორის კაზინეცის თეატრი“ ეწოდა, ხოლო შემდეგ – „რუსული კლასიკის თეატრი“.

2015 წლის 26 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრის 170 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, სპექტაკლით: „წარსულის ეტლში. მსახიობის მონოლოგი“ აღინიშნა აშშ-ში მცხოვრები საქართველოს სახალხო არტისტის, ბორის კაზინეცის 85 წლის იუბილე. [1]

2016 წელს ნომინაციაში „საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ“, „რუსული კლასიკის თეატრი“ ბორის კაზინეცის ხელმძღვანელობით, გამარჯვებული გახდა. მას მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრის სცენაზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა ჟურნალ „თეატრალის“ მიერ დაწესებული პრესტიჟული პრემია.[2]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]