ბოლშაია-ორლოვკის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლშაია-ორლოვკის შობის ეკლესია
ბოლშაია-ორლოვკის შობის ეკლესია — რუსეთი
ბოლშაია-ორლოვკის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბოლშაია-ორლოვკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1798

ბოლშაია-ორლოვკის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Христова) — მართლმადიდებლური ეკლესია მარტინოვის რაიონის სლობოდა ბოლშაია-ორლოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მარტინოვის რაიონი, სტანიცა ბოლშაია-ორლოვკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ტაძარი დიდ ორლოვკაში აშენდა 1790 წელს. იგი აუწყობელი სახით გადმოიტანეს სხვა გუბერნიიდან და ადგილზე ააწყვეს.

მომდევნო ქრისტეშობის ხის ტაძარი სლობოდა ბოლშაია-ორლოვკაში გადმოიტანეს კაზანის სოფლიდან 1796 წელს. 1798 წელს, ის ააშენეს კავალერიის გენერალ ვასილ პეტრეს ძეს საშუალებით. 1799 წელს იგი აკურთხეს. 1821 წელს ტაძარი განაახლეს და ზომაშიც დაპატარავდა. 1904 წელს, ტაძართან მიაშენეს ხის სამრეკლო, სატრაპეზო და გვერდითი საკურთხევლები.

თავის დროზე ქრისტეშობის ტაძარს ეკუთვნოდა ხის საყარაულო სარდაფით, ასევე ქალთა სასულიერო სკოლა. ქალთა სასულიერო სკოლა გაიხსნა 1890 წელს. 1938 წელს ტაძარი დახურეს. 1942 წელს სოფლის დაბომბვის შედეგად ტაძარი დაზიანდა, მოგვიანებით კი აღადგინეს.

1943 წელს, სოფელში მომსვლელებისთვის, საეკლესიო მსახურებისთვის გადაეცათ მდინარე სალთან მდებარე ბეღელი. მომლოცველებმა ბეღელი სამლოცველო სახლად გადააკეთეს. 1947 წელს, სამლოცველო სახლთან გააკეთეს მიშენება, შენობის ფართობის 95 კვ. მეტრამდე გადიდებით. 1959 წელს, ტაძარი დაიხურა, ხატები და კანდელები გადასცეს სოფელ ბოლშაია-მარტინოვკის სამების ტაძარს.

2006 წლის ივნისში ქრისტეშობის ტაძრის მოწყობისთვის გადაეცათ კანტორის შენობა, 23 ივნისს იქვე ჩატარდა სამუშაოების დაწყებისთვის ლოცვა. ტაძარში ვდალიმირ ოვჩინიკოვისა და სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, ალექსია ოვჩინიკოვის ძალებით, მომლოცველები დროდადრო ატარებდნენ კეთილმოწყობით სამუშაოებს. არემონტებდნენ სახურავს და ბათქაშებს.

ტაძრისთვის დააამზადეს ხატის დასადგმელი. ტაძარს აქვს საკვირაო სკოლა. ეკლესიის წინამძღვარია თედორე (სტუროვი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]