ბოლივიის კულტურა
ბოლივიური კულტურა ესპანური კულტურის ელემენტებისა და ადგილობრივი ინდიელების უძველესი კულტურების ნაზავს წარმოადგენს. ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობა, როგორც წესი, დასავლურ ჩვეულებებს მისდევს.
თანამედროვე ბოლივიური კულტურა სამ განსახვავებულ პერიოდად იყოფა: კოლუმბამდელი, კოლონიური და რესპუბლიკური. კოლუმბამდელ კულტურას მიეკუთვნება უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ქვის მონუმენტები, კერამიკა, ქსოვილები და ა.შ. ქვეყანა სავსეა სხვა უამრავი არქეოლოგიური ძეგლით, რომლებიც ძნელად მისადგომობის გამო, არქეოლოგთა მიერ თითქმის შეუსწავლელია.
ესპანელთა მიერ მოტანილი არქიტექტურული, მხატვრული და სხვა ტრადიციები ადვილად აითვისეს ადგილობრივებმა და შეურწყეს თავისას, რაც ყველაზე მკაფიოდ განსხვავებულ არქიტექტურულ სტილში, მხატვრობასა და მონუმენტებში აისახა. ეს მიმდინარეობა „მეტისების ბაროკოს“ სახელითაა ცნობილი.
ბოლივია გამოირჩევა ცეკვის არაერთი ცნობილი სახეობით. მათ შორისაა მორენადა, კულავადა, დიაბლადა და ა.შ.
სპორტის სახეობებს შორის, ბოლივიაში ყველაზე პოპულარულია ფეხბურთი. ბოლივიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას კლასიფიკაციით, 2011 წლის თებერვლის მონაცემებით, 99-ე ადგილზეა. ამ მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1997 წელს დაფიქსირდა, როცა ბოლივიის ნაკრები მე-18 ადგილზე იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Culture of Bolivia (languagecrossing.com) დაარქივებული 2011-04-04 საიტზე Wayback Machine.
- Languages spoken in Bolivia დაარქივებული 2007-09-26 საიტზე Wayback Machine.
- Culture of the Andes