ბობ მორლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბობ მორლი
Bob Morley by Gage Skidmore 2.jpg
ბობ მორლი 2016 წელს
მშობ. სახელი Bob Morley
დაბ. სახელი რობერტ ალფრედ მორლი
დაბ. თარიღი 20 დეკემბერი, 1984 (1984-12-20) (34 წლის)[1]
კანეტონი, ვიქტორია, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ალმა-მატერი ლა ტრობეს უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005 - დღემდე

რობერტ ალფრედ „ბობ“ მორლი (ინგლ. Bob Morley; დ. 20 დეკემბერი 1984) — ავსტრალიელი მსახიობი და ტელერეჟისორი.

ბობ მორლის დედა ფილიპინელია, ხოლო მამა ნახევრად ავსტრალიელი და ირლანდიელი იყო.[2] მორლის ჰყავს ორი და და ერთი ძმა. იგი ოჯახში ყველაზე უმცროსია. ბობი გაიზარდა ფერმაში, ვიქტორიაში მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში.[2]

სხვადასხვა სპექტაკლსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობის შემდეგ, 2006 წელს, მონაწილეობა მიიღო ფილმში „შინისაკენ და სამოგზაუროდ“, დრიუ კერტისის როლში, რომლისთვის მიიღო ლოჯის ჯილდო ნომინაცია.[3] 2007 წელს გამოჩნდა შოუში „It Takes Two“. 2008 წელს მონაწილეობდა ტელესერიალ „ზოლში“. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო აიდან ფოსტერის როლში, სერიალში „მეზობლები“, ხოლო 2013 წელს — „თვალისმომჭრელში“. 2014 წლიდან ასრულებს ბელამი ბლეიკის როლს ტელესერიალში „100“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006–2008 შინისაკენ და სამოგზაუროდ Home and Away დრიუ კერტისი
2008 ტფ უარესი არ არსებობს Scorched ბრენდანი
2008 ზოლი The Strip ტონი მორეტი
2010 სატვირთო მანქანა Road Kill კრეიგი
2010 საზღვაო პატრული Sea Patrol შონი
2011–2013 მეზობლები Neighbours აიდან ფოსტერი
2013 თვალისმომჭრელი Blinder ნიკი
2014 100 The 100 ბელამი ბლეიკი
2014 თეთრ ქალაქში დაკარგული Lost in the White City ავი
2016 გამარჯვებულები და დამარცხებულები Winners & Losers ითან კუინი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bobby Morley. Yahoo!7. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 იანვარი, 2007. წაკითხვის თარიღი: 20 ივნისი, 2011.
  2. 2.0 2.1 Kalina, Paul. “An actor going through a stage“, The Age, 9 ოქტომბერი, 2008, გვ. 16. წაკითხვის თარიღი: 20 ივნისი, 2011. 
  3. Teen Choice Awards 2015 Winners: Full List. Variety (16 აგვისტო, 2015). წაკითხვის თარიღი: 10 აპრილი, 2018.