ბიჭვინთის საწინამძღვრო ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიჭვინთის საწინამძღვრო ჯვარი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ბიჭვინთის საწინამძღვრო ჯვარი — საწინამძღვრო ჯვარი ბიჭვინთის ტაძრიდან.

ჯვარი შეწირულია ბიჭვინთის ტაძრისადმი აფხაზეთის კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის მიერ. დამზადებულია 1565 წლის ახლო ხანებში ცნობილი ოსტატის მამნეს მიერ და წარმოადგენს მის ბოლო ნამუშევარს. შედგება: ჯვრის, სიონისა და მოოქრული ვერცხლის ტარისაგან. მასალად გამოყენებულია: ოქრო მოოქრული ვერცხლი, პატიოსანი თვლები.

ზოგადი ფორმებითა და აგებულებით ჯვარი ერთიანდება საქართველოში X-XI საუკუნეებში ფართოდ გავრცელებულ ჯვრების ჯგუფში. აქვს ბოლოებგაფართოებული მკლავები, რომელთა კიდეები ფორმდება მედალიონებით. ჯვრის წინა პირზე რელიეფურად გამოსახულნი არიან: ჯვარცმული მაცხოვარი, ღვთისმშობელი, წმინდა იოანე მახარებელი, გაბრიელ მთავარანგელოზი, წმინდა ნიკოლოზ მარლიკიელი, სიონზე: ბიჭვინთის კათედრალური ტაძრის პატრონი — ყრმიანი ღვთისმშობელი (ოდიგიტრია) თანამდგომებით წმინდა პეტრეთი და პავლეთი, მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებეი მოციქულები წმინდა ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი, ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემელი და წმიდნა იოანე ოქროპირი, მღვდელთმთავრები: გრიგოლ ღვთისმეტყველი და ბასილი დიდი გაშლილი გრაგნილით ხელში. ყოველ გამოსახულებას თან ახლავს ქართული ასომთავრულით შესრულებული განმსაზღვრელი წარწერა.

წარწერებში მოიხსენიებიან საერო პირებიც, ჯვრის მომგებელი — აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე, ასევე ოსტატი მამნე და მისი მეუღლე ულუმპია. ჯვარი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბიჭვინთის ღვთისმშობელი, ჟურ. მრევლი, №148, 2011, გვ. 34-35