ბიშაპური
ბიშაპური (სპარს. بیشاپور) — ირანის ისტორიული ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე ქალაქ კაზერუნიდან სამხრეთით. სპარსეთისა და ელამის ძველ გზაზე, რომელიც აკავშირებდა სასანიდების დედაქალაქ ისთახრსა და ქტესიფონს. ქალაქი ბიშაპური გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასანიანების იმპერიის დედაქალაქი იყო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი 266 წელს მდინარე რუდე-სეფუდის ნაპირზე დააარსა შაპურ I-მა, სასანიანების მეორე მეფემ. ქალაქის სახელწოდება ნიშნავს „შაპურის ქალაქს“, რადგან სწორედ შაპურ I-მა გადაიტანა აქ თავისი დედაქალაქი ისთახრიდან. ქალაქს ამშვენებს მრავალრიცხოვანი რელიეფები, რომელიც შაპურის რომაელებზე გამარჯვებას აღნიშნავენ. მშენებლობაში მონაწილეობდნენ იმპერატორ ვალერიანეს ჯარისკაცები, რომლებიც 260 წელს გამარჯვების შემდეგ ტყვედ ჩაუვარდნენ შაპურს. როგორც ჩანს ქალაქი ცარიელ ადგილზე არ აუშენებიათ. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პართიული და ელამური ცივილიზაციის კვალი.
მოგვიანებით დედაქალაქი გადაიტანეს ქტესიფონში მაგრამ ქალაქმა ბიშაპურმა შეინარჩუნა მნიშვნელობა არაბების დაპყრობებამდე, ხოლო მასში მოსახლეობა X საუკუნემდე ცხოვრობდა.
2018 წლის 30 ივლისს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანეს, როგორც ფარსის რეგიონის სასანიდური არქეოლოგიური ლანდშაფტის ერთ-ერთი ძეგლი[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bishapur; Photos
- Bishapur, Photos from Iran, Livius დაარქივებული 2016-11-10 საიტზე Wayback Machine. .
- City of Bishapur
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Four sites added to UNESCO’s World Heritage List. UNESCO. ციტირების თარიღი: 2 July 2018.