ტუია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბიოტა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუია
Thuja occidentalis0.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: წიწვოვნები
ოჯახი: კვიპაროზისებრნი
გვარი: ტუია
ლათინური სახელი
Thuja

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



ტუია (ლათ. Thuja) — წიწვოვან მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მათი სიმაღლე 20—60 აღწევს. აქვთ ბრტყელი ყლორტები, ქერქლისებრი მოპირისპირედ განლაგებული წიწვები, პატარა და მოგრძო გირჩა. გვარი შეიცავს 5 სახეობას, რომლებიც ბუნებრივად არიან გავრცელებულ ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკული ზომიერი ჰავის სარტყლებში. ბიოტას სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და კორეა. კავკასიაში (მათ შორის საქართველოში) მწვანე მშენებლობაში იყენებენ ინტროდუცირებულ 3 სახეობას, რომლებიც მაღალდეკორატიულობითა და გვალვაგამძლეობით გამოირჩევა. ტუიას მერქანი რბილია, ხმარობენ ქაღალდის მრეწველობაში. ტუია გვალვაგამძლეა. კარგად იტანს სხვლას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტუია&oldid=3191479“-დან