ბიატლონი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე – შერეული ესტაფეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიატლონი ― შერეული ესტაფეტა ზამთრის XXIV
ოლიმპიურ თამაშებზე
ადგილიHualindong Ski Resort
თარიღები5 თებერვალი
მეტოქეები80 მონაწილე 20 ქვეყნიდან
მედალოსნები
ოქროს მედალი   ნორვეგია
ვერცხლის მედალი   საფრანგეთი
ბრინჯაოს მედალი   რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

შერეული ესტაფეტა ბიატლონში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 5 თებერვალს, ბიატლონის ეროვნულ ცენტრში გაიმართა,[1] რომელიც პეკინიდან 180 კმ-ით ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1665 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[2] შეჯიბრში ნორვეგიამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე საფრანგეთი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაიკავა.

შეჯიბრი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყო.[3]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ნორვეგია და იტალია იყვნენ. ოლიმპიურ თამაშებამდე 2021-2022 წლის ბიატლონის მსოფლიო თასზე მხოლოდ ერთი შერეული ესტაფეტა ჩატარდა, რომელიც ნორვეგიამ მოიგო, ხოლო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ბელარუსისა და საფრანგეთის გუნდებმა დაიკავეს. 2021 წლის ბიატლონის მსოფლიო ჩემპიონატის 4 X 7.5 კმ-ის შერეული ესტაფეტის გამარჯვებულიც ნორვეგია იყო.

შეჯიბრის პირვეი ეტაპი მართე ოლსბუ როისელანმა მოიგო, რომელმაც იტალიელ ბიატლონისტს 15 წმ-ით აჯობა. მესამე, მეოთხე და მეხუთე ბელარუსის, შვედეთისა და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები იყვნენ. ფრანგ ანაის შევალიე-ბუშეს 2 საჯარიმო წრის დაფარვა მოუწია და ეტაპი მეცხრე ადგილზე დაასრულა. მეორე წრეში ნორვეგიელმა ტირილ ეკჰოფმა სამი საჯარიმო წრე დაფარა და ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა. ჟულია სიმონმა საფრანგეთი პირველ ადგილზე გაიყვანა და იტალიას 4 წმ-ით, შვედეთს 15, ხოლო აშშ-სა და ნორვეგიას 30-30 წამით აჯობა. კრისტინა რეზცოვას ერთი საჯარიმო წრის გავლა მოუწია, რის გამოც რუსეტის ოლიმპიური კომიტეტი მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა და ლიდერს 1 წუთით ჩამორჩა.

მესამე წრეში ალექსანდრე ლონგინოვი უსწრაფესი იყო და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი პირველ ადგილზე გაიყვანა. შვედეთი მეორე იყო, ხოლო ემილიენ ჟაკლენს დგომისას სროლის შემდეგ ორი საჯარიმო წრის გავლა მოუწია და მესამე ადგილზე აღმოჩნდა. აშშ მეოთხე, ხოლო ნორვეგია მეხუთე ადგილზე იყო და ოთხი მდევარი ლიდერს დაახლოებით 20 წამით ჩამორჩებოდა. იტალიელმა თომას ბორმოლინმა ერთი საჯარიმო წრის შემდეგ ეტაპი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და იტალია მედლებისთვის რბოლას ვეღარ დაუბრუნდა.

უკანასკნელ ეტაპზე კანტენ ფიიონ-მაილე და იოჰანეს ტინეს ბიო ედუარდ ლატიპოვს დაეწივნენ. ფინიშთან ბიომ ფიიონ-მაილესა და ლატიპოვს გადაუსწრო და ნორვეგიამ ოქროს მედალი მოიპოვა. საფრანგეთს ვერცხლი, ხოლო რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ბრინჯაო ერგო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Beijing Organising Committee for the 2022 Olympic and Paralympic Winter Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-20. ციტირების თარიღი: 2021-07-18
  2. Beijing. Inside IBU. International Biathlon Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-16. ციტირების თარიღი: 2022-01-16.
  3. Final results (5 February 2022). ციტირების თარიღი: 19 February 2022