ბზიანი (ფორმაცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბზიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბზიანიბზის ფორმაცია. საქართველოში შექმნილია კოლხური ბზით. ბალახოვანი საფრის მიხედვით ბზიანი სხვადასხვა ტიპისაა: ძმერხლიანი, ნაირბალახიანი, ისლიან-ნაირბალახიანი, მარცვლოვან-ნაირბალახიანი და სხვა. განვითარებულია ძირითადად კარბონატულ ნიადაგებზე.

ბზიანის მასივები შემორჩენილია აფხაზეთში (მდინარე ბზიფის ხეობასა და ტყვარჩელის მახლობლად) და დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]