ბესლანის ხმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესლანის ხმა
რუს. Голос Беслана

მწუხარების ხე - ბესლანის მძევლების ტრაგედია ჩრდილოეთ ოსეთში, მოქანდაკეების ალან კორნაევისა და ზაურბეკ ძანაგოვის მიერ.
შეიქმნა 2004 წელს (ბესლანის ტრაგედიის შემდეგ)
ტიპი არასამთავრობო
მიზანი ბესლანის ტრაგედიის ამბების სწორი გამოძიება
ატარებს სახელს ბესლანის ტერაქტი
დამფუძნებელი (-ები) ელა კესაევა და ემა თაგაევა
http://www.golosbeslana.ru/,

ბესლანის ხმა (რუსულად: Голос Беслана გოლოს ბესლანა) — არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2004 წლის ჩრდილოეთ ოსეთის ბესლანის სკოლის ტერაქტის შემდეგ, როგორც ბესლანელი დედების რადიკალური წევრების ჯგუფი, რომლებიც მხარს უჭერენ და ადვოკატირებენ ბავშვების მშობლებს, რომლებიც დაზარალებულთა შორის არიან.

ჯგუფი შეიქმნა უსაფრთხოების სამსახურის მიერ არაკომპეტენტურობასა და გადაჭარბებულ ძალის საპასუხოდ, განსაკუთრებით სკოლის ტერიტორიაზე ტანკების გამოყენებისა და ცეცხლის გახსნის გამო. ბესლანის ხმას თავმჯდომარეობენ დები ელა კესაევა და ემა თაგაევა.[1] ორგანიზაცია თანხებს იღებს ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნული ფონდისაგან.[2]

აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბესლანის ხმამ მოითხოვა ბესლანის ტერაქტის საერთაშორისო გამოძიება და 2005 წლის ნოემბერში მოუწოდა ევროკავშირს და ევროპარლამენტს, დაეხმარონ ამის დადგენაში. მათ ასევე მოუწოდეს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, რომ გამოექტვეყნებინათ ტერაქტის ამსახველი სატელიტური ფოტოები ალყის დროს. მათ ასევე სთხოვეს კერძო ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ რაიმე მასალა თავდასხმის შესახებ, წარედგინათ გამოძებისთვის. [3]

2006 წლის 9 თებერვლიდან 19 თებერვლამდე, ბესლანის ხმის ექვსმა წევრმა 10 დღიანი შიმშილობა გამართა, რათა ყურადღება გაემახვილებინათ ყურადღება იმაზე, რომ ხელისუფლება ტრაგედიის შესახებ სიმართლეს მალავდა. 2006 წლის 22 თებერვალს, ბესლანის ხმის წევრები შეხვდნენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ლუიზ არბორს.

2007 წელს ჯგუფის წევრებმა აღმართეს აბრა ბესლანის სკოლის ნანგრევებზე წარწერით ,,პუტინის კურსი". იმავე წელს, ჩრდილოეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკისრა ქალაქ ბესლანის სასამართლოს განეხილა კომპენსაციის დანიშვნის საკითხი დაზარალებულთა ოჯახებისთვის.

2008 წლის თებერვალში ჯგუფმა შეიტანა საჩივარი საგამოძიებო ჯგუფის ქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც ევალებოდა მსხვერპლთა სხეულების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მომდევნო თვეში მათი საჩივარი არ დააკმაყოფილეს.

გაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 28 აგვისტოს, ვლადიკავკაზის სასამართლომ დაადგინა, რომ ჯგუფს უნდა შეეცვალა ლიდერები და დაენიშნა ისინი, ვინც კრემლის მიმართ ნაკლებად კრიტიკულად განწყობილი იქნებოდა.

2007 წლის 21 დეკემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ ბესლანის ხმის დაშლა ბრძანა. ამის საპასუხოდ, მისმა აქტივისტებმა დაიწყეს საპროტესტო შიმშილობა. ,,გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო, რადგან ჩვენი ორგანიზაცია იბრძვის იმისთვის, რომ სამართლიანად გამოიძიოს ის, რაც ბესლანში მოხდა”, - თქვა ჯგუფის დამფუძნებელმა ელა კესაევამ. სასამართლომ უარი თქვა მოწმეების მოსმენაზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევა გაყალბებული იყო.

2008 წლის თებერვალში ჯგუფმა შეიცვალა სახელი და გახდა ,,ბესლანის ხმა- მთელი რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ტერორისტული აქტების მსხვერპლთათვის''. კიდევ ერთი ჯგუფი, სახელწოდებით ,,ბესლანის ხმა", არსებობას დღესაც აგრძელებს. [4]

პოლიტიზირებული საქმიანობის შედეგად მოხდა შუღლი და შინაგანი დაპირისპირება.

დევნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის იანვარში, რუსულმა პროკურორებმა ნაზრანში, ინგუშეთში, ექსტრემიზმის ბრალდება წაუყენეს კამპანიის მონაწილეებს 2005 წლის საჩივრის გამო, რომლის ფარგლებშიც ჯგუფმა მიმართა ევროპისა და შეერთებულ შტატების პოლიტიკოსებს.[5] მას შემდეგ, რაც ინგუშის რამდენიმე საზოგადო მოღვაწე მკაცრად გამოვიდა ორგანიზაციის შევიწროების წინააღმდეგ, სასამართლო პროცესი გადაეცა ჩრდილოეთ ოსეთს.

საზოგადოებრივ მიმართვაში ბესლანის ხმამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სთხოვა შეეწყვიტა ბესლანის ხმის დევნა. პუტინმა უპასუხა, რომ საკითხი მის კომპეტენციას სცილდება. პასუხის მიღების შემდეგ, კესაევამ გამოაცხადა ,,ილუზიების დასრულება" პუტინთან დაკავშირებით.[6]

მალევე მოჰყვა ჯგუფის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე ბრალდება (სულ ოთხი საქმე 2008 წლის თებერვლის მდგომარეობით). ერთში ჯგუფს ბრალი დასდეს სასამართლოს მანდატურების ცემაში. ჯგუფმა თქვა, რომ პროკურორები შეტევის ბრალდებას ქმნიან, რათა მათ ხელი შეუშალონ ალყის შესახებ სიმართლის გამოძიებას. [7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (in Russian) City of Angels. The inquest committee of Beslan procuracy initiated a criminal case against Beslan mothers Archived 2008-02-29 at the Wayback Machine The New Times, February 18, 2008
  2. "Annual Report" (PDF). National Endowment for Democracy. 2011.
  3. Appeal by Voice of Beslan, Pravda Beslana, November 30, 2005
  4. Beslan siege support group charged with extremism ABC AM, 13 March 2008
  5. Extreme injustice The Guardian, January 24, 2008
  6. Kesaeva:"Voice of Beslan"[მკვდარი ბმული] cherishes no more illusions on Putin Caucasian Knot, 31/1/2008
  7. Russian police summon Beslan siege campaigners Reuters, Feb 11, 2008