ბერქშირული ღორი
იერსახე
ბერქშირული ღორი (ინგლ. Berkshire) — ღორის უნივერსალური პროდუქტიული მიმართულების ინგლისური ადრეული ჯიში. გამოიყვანეს XVIII საუკუნის ბოლოს ინგლისში, ბერქშირის საგრაფოში, ადგილობრივი მსხვილი საგვიანო ჯიშის შეჯვარებით ნეაპოლურ, პორტუგალიურ და ჩინურ ჯიშებთან. თანამედროვე ბერქშირული ღორი შავია, ჰარმონიული აგებულება და მაგარი კონსტიტუცია აქვს, კარგად ეგუება ძოვებას. ქუბის ცოცხალი მასაა 180-250 კგ, ყრის 6-7 გოჭს. ნაკლებად სუქდება. ბერქშირული ღორი რუსეთში გამოიყენეს მირგოროდული, ჩრდილოკავკასიური, კემეროვული, ლივენური და სხვა ჯიშების გამოსაყვანად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 335.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბერქშირული ღორი“ ვიკისაწყობში.
- ოკლაჰომას სახელმწიფო უნივერსიტეტი - Breeds of Livestock - Berkshire დაარქივებული 2006-05-14 საიტზე Wayback Machine.