ბერის კუნძულები
იერსახე
ბერის კუნძულები (ინგლ. Berry Islands) — კუნძულთა ჯაჭვი და რაიონი ბაჰამის კუნძულების შემადგენლობაში. მოიცავს დაახლოებით 78 კმ²-ს. შედგება 30-მდე კუნძულისა და ასზე მეტი მომცრო კუნძულისაგან (კი). კუნძულებს ხშირად „ბაჰამების თევზის თასს“ უწოდებენ. მოსახლეობა დაახლოებით 700 ადამიანს შეადგენს, რომელთა უდიდესი ნაწილიც გრიტ-ჰარბორ-კიზე სახლობს. 1836 წელს ბერის კუნძულები გათავისუფლებული მონებით დაასახლა გუბერნატორმა უილიამ კოლბრუკმა.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერის კუნძულები შედარებით განუვითარებელია, არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი აეროპორტი და სასტუმრო. კუნძულთა უმეტესობა დაუსახლებელია ან ვინმე მდიდარი ადამიანის კერძო მფლობელობაშია, რომელიც მას მეორე სახლად იყენებს.
მთავარი მიმზიდველი ფაქტორია სპორტული თევზაობა.