ბენეტიტისნაირნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენეტიტისნაირნი
Bennettitales-cycadeoidaceae.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Bennettitales

ბენეტიტისნაირნი (Bennettitales), ნამარხი ხისებრი შიშველთესლოვანი მცენარეების რიგი. ახლოსაა თანამედროვე საგოვანებთან. სახელი დაერქვა ინგლისელი ბოტანიკოსის ჯონ ბენეტის (1801—1876) პატივსაცემად. ბენეტიტისნაირთ ჰქონდათ მარტივი ან დატოტვილი ღერო, ზოგიერთს — კასრისებრი, ფრთისებრი ან მარტივი ფოთლები, უენდოსპერმო ორლებნიანი თესლი და ფოთლის იღლიაში განლაგებული ორსქესიანი ყვავილები. ბენეტიტისნაირნი შესაძლოა პალეოზურის თესლოვანი გვიმრანაირებისაგან წარმოიშვნენ. მაქსიმალურ განვითარებას მიაღწიეს იურულ პერიოდსა და ცარცული პერიოდის პირველ ნახევარში. ფართოდ იყვნენ გავრცელებული მთელ დედამიწაზე. გადაშენდა გვიანდელი ცარცული პერიოდის დასაწყისში. ცნობილია 20-მდე გვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება]