ბეგიაური (მცენარე)
იერსახე
| ბეგიაური | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Galium aparine | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ბეგიაური (ლათ. Galium aparine) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ენდროსებრთა ოჯახისა. აქვს ოთხწახნაგოვანი, სუსტი, 30-100 სმ სიგრძის ღერო; ჩხროებად შეკრებილი ხაზურლანცეტა ფოთლები და ნაყოფი შემოსილია ეკლისებრი ბეწვით.
გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა. გავრცელებულია საქართველოშიც. აბეზარა სარეველად იზრდება მინდვრის ნათესებში, ბოსტნებში, ბუჩქნარში, სათიბ-საძოვრებზე, დანაგვიანებულ ადგილებში და სხვა.
მსუბუქ კირიან და გაპატივებულ ნიადაგზე ძლიერ იტოტება და ივითარებს გართხმულ ყლორტებს. მისი ბღაუჭა და ხვიარა ღერო პურეულს აწვენს ხოლმე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 264.