ბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბე, ფულადი თანხა, რომელსაც ერთი მხარე აძლევს მეორეს ხელშეკრულების დასადასტურებლად და ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შედის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში და საბოლოო ანგარიშსწორებისას იქვითება. თუ ბეს მიმცემმა არ შეასრულა ხელშეკრულება, თანხა მეორე მხარეს რჩება; ხოლო თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა თანხის მიმღებს ეკისრება, იგი ვალდებულია ორმაგად დააბრუნოს ბე. შეთანხმება ბეს შესახებ წერილობით უნდა დაიდოს.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში ბე იხსენიება ნასყიდლობასთან დაკავშირებით. მაგ., „... რომელიც რომ იყიდის რასმე, პირველად ცოტას მისცემს რასმე ბესა. ხოლო ბეს მიმცემმა თუ ... აღარ იყიდოს ის საქონელი, რომელიც რომ ბედ მისცა, ბევრი თუ ცოტა, დაეკარგების... უკეთუ განმსყიდველმან ბე აღიღოს და მასუკან შეუშალოს, აღარ მიჰყიდოს... თავისი ბე ისევ მისცეს, და ერთი იმდენი კიდევ სხვა მისცეს“ („სამართალი ბერძული“, მ. 4). სირიულ-რომაული სამართლის ქართულ ვერსიაში (მ. 97) „ბეს“ ნაცვლად იხმარება ტერმინი „რიმონი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბე&oldid=3983002“-დან