ბახტრიონის ქუჩა (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბახტრიონის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალო რაიონი
ისტორიული რაიონი საბურთალო

ბახტრიონის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო); დავით გამრეკელის ქუჩიდან ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. შეტანილია თბილისის ქუჩების 1925 წლის ცნობარში. თავდაპირველად იწყებოდა ახლანდელი კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან. ადრინდელი ბახტრიონის ქუჩის მონაკვეთს 1999 წელს არჩილ სულაკაურის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]