ბარბარა ბახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მშობლიური სახელი ინგლ. Barbara Goldbach
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1947 (1947-08-27) (76 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მეუღლე(ები) ავგუსტო გრეგორინი,
რინგო სტარი

ბარბარა ბახი (გოლდბახი) (ინგლ. Barbara Bach, Lady Starkey (born Barbara Goldbach); დ. 27 აგვისტო, 1947, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი.

ბარბარას დედა ირლანდიელი, ხოლო მამა ებრაელი იყო ავსტრიადან. 16 წლის ბარბარამ სკოლა მიატოვა სამოდელო კარიერისთვის. მან თავისი გვარი გოლდბახი შეამოკლა და გახდა ბახი. 18 წლის ასაკში გათხოვდა იტალიელ ბიზნესმენ, გრაფ ავგუსტო გრეგორინზე, რომელთანაც ორი შვილი — ფრანჩესკა (დ. 1968) და ჯანი (დ. 1972) შეეძინა. იტალიაში გადასვლის შემდეგ მუშაობდა ტელევიზიაში და თამაშობდა ფილმებში. 1975 წელს ამერიკაში დაბრუნდა, სადაც გააგრძელა სატელევიზიო კარიერა. მან როჯერ მურთან ერთად ითამაშა 1977 წლის ფილმში ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი, სადაც ჯეიმზ ბონდის გოგონა განასახიერა.

1981 წელს ცოლად გაჰყვა ინგლისელ მუსიკოსს, The Beatles-ის ვოკალისტს, რინგო სტარს, რომელიც 1980 წელს ფილმის „Caveman“-ის გადაღების პერიოდში გაიცნო.

ბარბარა თავისუფლად ფლობს იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]