ბალკანეთის კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალკანეთის კავშირი

ბალკანეთის კავშირიბულგარეთის, სერბიის, საბერძნეთისა და ჩერნოგორიის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ოსმალეთის წინააღმდეგ. გაფორმდა 1912 წლის მარტ-ოქტომბერში რიგი სამხედრო კონვენციებითა ხელშეკრულებებით. რუსეთი აქტიურად უჭერდა მხარს მის შექმნას, რადგან ამ კავშირის საშუალებით ფიქრობდა შეეჩერებინა ავსტრია-უნგრეთი და გერმანიის ექსპანსია ბალკანეთში. ბალკანეთის კავშირის შექნმის იდეას მოწონებით შეხვდნენ ინგლისის და საფრანგეთის მთავრობები. 1912 წლის ოქტომბერში ბალკანეთის კავშირის სახელმწიფოებმა დაიწყეს ომი ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელიც მათი გამარჯვებით დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ სერბიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის უთანხმოებამ და დავამ მაკედონიის გაყოფის თაობაზე მოკავშირეებს შორის ომი გამოიწვია. ბალკანეთის კავშირი დაიშალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]