ბალახნის ქრისტეშობის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალახნის ქრისტეშობის ტაძარი
ბალახნის ქრისტეშობის ტაძარი — რუსეთი
ბალახნის ქრისტეშობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°29′24″ ჩ. გ. 43°36′23″ ა. გ. / 56.49000° ჩ. გ. 43.60639° ა. გ. / 56.49000; 43.60639
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ბალახნა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210092000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1620
დეტალები
გუმბათი 5

ბალახნის ქრისტეშობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Христова) — მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ბალახნაში. დაარსებულია 1620 წელს. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI-XVII საუკუნეებში აღნიშნულ ადგილზე მდებარეობდა შობის დედათა მონასტერი, რომელიც გაუქმდა 1764 წელს. ამ ადგილზე ძეგლი პირველად მოიხსენიება 1620 წელს[1]. მისი ამშენებლი იყო მღვდელი ალექსი[2]. ჩანაწერთა წიგნში 1674-1676 წლებში მოიხსენიება კიდევ ერთი ქვის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჯერ არ ყოფილა ნაკურთხი. სამონასტრო მიწაზე აგებული პირველი ტაძრის მფარველი და მზრუნველი იყო მოსკოვის მიძინების ტაძრის წინამძღვარი კონდრატ ილინი[1].

საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესია დახურეს. 1937 წელს ეკლესიის დახურვის შემდეგ ტაძრის შენობაში განათავსეს ბალახნის საქალაქო ბაზრის საწყობი, რომელიც შენობიდან გაიტანეს მხოლოდ 1988 წელს[1]. ეკლესიის აღორძინება დაიწყო 1989 წელს[1]. აღსდგა ღვთისმსახურება და ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები და ტაძრის კეთილმოწყობა[1].

ტაძარი ქალაქის მთავარი საკულტო ნაგებობაა, რომლის წინამძღვარიც ხელმძღვანელობს ბალახინის სამრევლოს[1]. ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა, სადაც ასევე სწავლობენ სამების ეკლესიის მრევლის ბავშვები. 2010 წლის აგვისტოდან ყოველთვიურად გამოდის გაზეთი „Православный вестник“[3].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ხუთგუმბათიანია, აქვს კუბის ფორმა. საკურთხეველი ორი აქვს.

სამრეკლოც ააშენეს ეკლესიასთან ერთად XVII საუკუნის შუა წლებში, დაანგრიეს 1931 წელს[4]. 2011 წელს ააგეს სამრეკლო[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Ермолина, Анна. (№ 1 (190) за 2011 год) Главный храм Балахны. Нижегородские епархиальные ведомости. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2011-08-09.
  2. Балахна: есть ли жизнь в тени Нижнего Новгорода?. balakhna.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2011-08-09.
  3. Газета «Православный вестник». Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2011-08-09.
  4. 4.0 4.1 Вихарев, Александр. (6 августа 2011 года) В Балахне освящены колокола для звонницы храма в честь Рождества Христова (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2011-08-09.