ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში, ბათუმში. დაარსდა 1958 წელს, როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ინსტიტუტი. 1960-1964 წლებში გამოვიდა ინსტიტუტის შრომების 3 ტომი. 1963-1972 წლებში გამოვიდა თემატური სერიული კრებულები აჭარის მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის საკითხებზე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურის და ყოფის საკითხებზე, ისტორიულ ძეგლებზე, აჭარულლი ხალხური პოეზიის და ზეპირსიტყვიერების საკითხებზე. ამჟამად ინსტიტუტი ატარებს ნიკო ბერძენიშვილის სახელს და შედის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]