ოთარ ბათიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბათიაშვილი, ოთარ)

ოთარ გიორგის ძე ბათიაშვილი (დ. 18 ოქტომბერი, 1918, თბილისი — გ. 2006) — ქართველი ფთიზიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.1950-1954 წლებში იყო სანატორიუმ „ლიბანის“, 1954-1959 სანატორიულ „ბორჯომ-ლიკანის“ მთავარი ექიმი, 1959-1989 ტუბერკულოზის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1989-იდან - მრჩეველი, 1978-იდან რესპუბლიკის მთავარი ფთიზიატრი, 1981-იდან ფთიზიატრთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, 1966-იდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

ბათიაშვილი შეისწავლის ტუბერკულოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს და მათ გამოყენებას, კლიმატური-კურორტული მკურნალობის ეფექტურობას ტუბერკულოზით დაავადებულებში, სრულყოფს მეცხოველეებისა და მსხვილ რქოსანი საქონლის ტუბერკულოზით დაავადების ლიკვიდაციის უახლეს მეთოდებს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]