ბავშვთა შრომა პაკისტანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბავშვთა შრომა პაკისტანში — ბავშვების დასაქმება პაკისტანში, რაც მათ ფსიქიკურ, ფიზიკურ, მორალურ და სოციალურ ზიანს აყენებს. [1] პაკისტანის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ დაადგინა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში 11 მილიონი ბავშვი მუშაობდა ქვეყანაში, რომელთა ნახევარი ათ წლამდე ასაკს მიღწეული არ იყო. 1996 წელს მუშა ბავშვთა საშუალო ასაკი შვიდი წელი იყო. დადგენილია, რომ ქვეყნის სამუშაო ძალის ერთი მეოთხედი ბავშვებისგან შედგებოდა. [2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანელი ბიჭი, რომელიც მეწაღედ მუშაობს

20052006 წლების მონაცემებით, სავარაუდოდ, მომუშავე ბიჭების 37 % დასაქმებულია საბითუმო და საცალო ინდუსტრიაში ურბანულ უბნებში, რასაც მოჰყვება 22 % მომსახურების ინდუსტრიაში და 22 % წარმოებაში. გოგონების 48 % დასაქმებული იყო მომსახურების ინდუსტრიაში, 39 % კი წარმოებაში. სოფლად, ბიჭების 68 % მუშაობს, ხოლო გოგონების 82 %. საბითუმო და საცალო ინდუსტრიაში გოგონების პროცენტული მაჩვენებელი იყო 11 %, წარმოებაში - 11 %. [3]

ბავშვთა შრომა პაკისტანში, ალბათ, ყველაზე მეტად გავრცელებულია ქალაქ მულტანში, რომელიც საექსპორტო საქონლის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრია. [4]

პენჯაბში აგურის ღუმელში მომუშავე ბავშვები გამოკითხა პენჯაბის შრომის დეპარტამენტმა. გამოკითხვის მონაცემების თანახმად, დეპარტამენტმა პენჯაბში 10,347 აგურის ღუმელი იპოვა და ამ ადგილებში სულ 126,779 ბავშვი მუშაობდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 32,727 ბავშვი არ დადის სკოლაში. საჯარო სკოლებში სულ 71,373 ბავშვი ირიცხებოდა, რომელთაგან 41,017 ბიჭი და 30,356 გოგო იყო. სულ 13,125 ბავშვი სწავლობდა კერძო სკოლებში: 7,438 ბიჭი და 5,687 გოგო იყო. არაფორმალური განათლების ინსტიტუტებში 9,554 ბავშვი ჩაირიცხა.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანელი მშრომელი

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) ვარაუდობს, რომ სიღარიბე ბავშვთა შრომის ყველაზე დიდი მიზეზია. პაკისტანში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 1900 დოლარია. საშუალო კლასის ადამიანი პაკისტანში საშუალოდ დღეში დაახლოებით 6 დოლარს გამოიმუშავებს. საშუალო პაკისტანელმა ცხრა ან ათი ადამიანი უნდა გამოკვებოს ყოველდღიური ხელფასით. ასევე მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. [5] 2008 წლის მონაცემებით, მთელი მოსახლეობის 17.2% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც პაკისტანის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. როგორც ჩანს, სიღარიბის დონე მოითხოვს ბავშვების მუშაობას, რათა ოჯახებმა მოიპოვონ თავიანთ მიზნობრივ სახსრებს. [6]

ბავშვთა შრომის დაბალი ღირებულება მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს მწარმოებლებს დასავლეთის ბაზარზე, სადაც ისინი თავიანთ პროდუქციას დაბალ ფასად ყიდიან იმ კონკურენტ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ბავშთა შრომა აკრძალულია.

მთავრობის პოლიტიკა ბავშვთა შრომის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი რიგი კანონები შეიცავს დებულებებს, რომლებიც კრძალავს ბავშვთა შრომას და არეგულირებს ბავშვთა და მოზარდ მუშაკთა სამუშაო პირობებს.

მიუხედავად იურიდიული რეგულაციებისა, ბავშვთა შრომა პაკისტანის მთავარ პრობლემად რჩება. დაახლოებით 11 მილიონი ბავშვი, ოთხიდან თოთხმეტი წლის ასაკის, განაგრძობს ქვეყნის ქარხნებში მუშაობას, რომლებიც ხშირად მუშაობენ სასტიკ და აუტანელ პირობებში.

2014 წლის დეკემბერში, აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სიის მიხედვით (ბავშვთა შრომით ან იძულებითი შრომით წარმოებული საქონლის ჩამონათვალი) ჩამოთვლილია ცხრა საქონელი, რომელთაგან ექვსი წარმოებულია მშრომელ ბავშვთა მიერ პაკისტანში. ეს მოიცავს აგურის, ხალიჩის, მინის სამაჯურების, ტყავისა და ქირურგიული ინსტრუმენტების დამზადებას, აგრეთვე ნახშირის მოპოვებას.

ბავშვთა შრომის შემცირების მცდელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვთა შრომის საწინააღმდეგო არასამთავრობო ორგანიზაციები ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ პაკისტანში ბავშვების ექსპლოატაციის შესახებ. [7] რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს პაკისტანში ბავშვთა შრომის შესამცირებლად.

ბავშვთა შრომის შედეგად სიკვდილის შემთხვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რვა წლის, შიდა საქმიანობაში მშრომელი, ზორა შაჰი მოკლეს ჰასან სიდიკიუმ და მისმა მეუღლემ უმ ე კულსუმმა იმის გამო, რომ ბავშვმა შეცდომით გაათავისუფლა წყვილის ორი თუთიყუში გალიიდან 2020 წლის ივნისში რავალპინდში, პაკისტანი. [8] წყვილი დააკავეს და ბრალი იმავე დღეს წაუყენეს. [9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. What is child labour (IPEC).
  2. Child Labour in Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-21. ციტირების თარიღი: 2020-11-28.
  3. Wealth: Crucial but Not Sufficient - Evidence from Pakistan on Economic Growth, Child Labour and Schooling. 
  4. Pakistan. Save the children. ციტირების თარიღი: 2011-03-07
  5. Child Labour in Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
  6. „Towards the Eradication of Child Labour in Pakistan“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  7. Sub Group on Child Labour.
  8. Zohra Shah killed for mistakenly releasing parrots from the cage en-US (2020-06-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-07. ციტირების თარიღი: 2020-06-07
  9. 8-year-old girl 'beaten, killed' by employers in Rawalpindi over setting free their parrots: FIR en (2020-06-03). ციტირების თარიღი: 2020-06-07