ბავშვთა სურათების გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბავშვთა სურათების გალერეა

ბავშვთა სურათების გალერეა
დაარსდა 1969
მდებარეობა თბილისი
ექსპონატი 20 000–მდე

ბავშვთა სურათების გალერეა ე. ახვლედიანის სახელობისა, ჩამოყალიბდა 1969 წელს თბილისში საქართველოს განათლების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის ბაზაზე, როგორც ბავშვთა ხელოვნების მუზეუმი. 1970 მოეწყო პირველი ექსპოზიცია, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული საქართველოს , ესტონეთის და უნგრეთის ბავშვთა სახვითი ხელოვნების ათასამდე ექსპონატი. 1973 გადაკეთდა ბავშვთა სურათების მუდმივმოქმედ გალერეად (საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ზედა სართული). 1981 წელს ბავშვთა სურათების გალერეას გადაეცა საგანგებო შენობა ძველი თბილისის განახლებულ უბანში (შავთელისა და ბარათასშვილის ქუჩების გასაყარზე). 1983 მას მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის ელენე ახვლედიანის სახელი. 1992 წელს ბავშვთა სურათების გალერეაში იყო 3 განყოფილება: საფონდო-საგამოფენო, სასწავლო-მეთოდური, საორგანიზაციო-ინფორმაციული. ბავშვთა სურათების გალერეის საგამოგენო მუშაობაში მთავარი ადგილი უჭირავს ქართველი ბავშვთა ნახატების "ოქროს ფონდის" ტრადივიულ გამოფენებს (ყპველწლიურად ტარდება რამდენიმე გამოფენა) და კონკურსს, რომელშიც საზღვარგარეთის ქვეყნების ნორჩი მხატვრებიც მონაწილეობენ.

მუზეუმში დაცულია 20 ათასამდე ექსპონატი (გრაფიკა, ფერწერა, ქანდაკება, კერამიკა, ნაქსოვი, ნაქარგი, ლითონისა და ხის მხატვრული ნაკეთობები). ბავშვთა სურათების გალერეაში მუშაობს სამხატვრო სტუდია (140-მდე ბავშვი). ბავშვთა სურათების გალერეა სისტემატურად მონაწილეობდა საზღვარგარეთ გამართულ საქართველოს კულტურის დღეებში. ბავშვთა სურათების გალერეამ გამოსცა ბავშვთა ნახატების რეპროდუქციების ალბომი "ბავშვთა სამყარო".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუხიანიძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, გვ, 325, თბ., 1997